Adobe-ს განახლებული პროგრამა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით თქვენს ვიდეოს მუსიკას მოარგებს
Adobe-ს პროფესიონალური ვიდეორედაქტირების პროგრამა Premiere Pro გაუმჯობესდა. ახლა ის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კადრებს მუსიკას თავად მოარგებს, რაც აქამდე მელოდიის დანაწევრების შრომატევად პროცესს გულისხმობდა.
ამას ის უკვე თქვენ მაგივრად, Remix-ის სახელით ცნობილი ფუნქციის დახმარებით მოაგვარებს და დროის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ. კერძოდ, AI-ის გამოყენებით პროგრამა აუდიო მასალას იმგვარად აწესრიგებს, რომ ის კონკრეტულ ხანგრძლივობაში ზუსტად ჯდება, რასაც უმოკლეს პერიოდში ახერხებს. აქედან გამომდინარე, სურვილისამებრ, Essential Sound პანელიდან რამდენივე ვარიანტი შეგიძლიათ სცადოთ და საუკეთესო შეარჩიოთ.
Premiere Pro-ს განახლება ვრცელდება ტრანსკრიფციაზეც, რომელიც M1 და Core i9 ტიპის პროცესორებზე მომუშავე სისტემებისთვის 3-ჯერ სწრაფი გახდა. ხმოვან ჩანაწერს ტექსტად ამიერიდან ინტერნეტკავშირის გარეშე გადააქცევთ. ინგლისური ენა მასში ავტომატურადაა ინტეგრირებული, სხვა ენებს კი თავისუფლად გადმოიწერთ.
რაც შეეხება მოწყობილობების ოპტიმიზაციას, კომპანია Windows-ის მომხმარებლებს, Intel-ისა და NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორებით, 10 ბიტი მოცულობის HDR ვიდეოების 10-ჯერ სწრაფად ჩამოტვირთვას სთავაზობს. Block Dissolve და Wipe ეფექტები სწორედ მათ აჩქარებას დაექვემდებარება.
კომენტარები