საფრანგეთი ავტომწარმოებლებს ავალდებულებს, ყველა რეკლამაში მანქანით მგზავრობაზე უარის თქმა წაახალისონ
საფრანგეთს არ სურს, რომ მოქალაქეები მანქანებს მოიხმარდნენ, სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ უცნაური ნაბიჯი გადადგა. საფრანგეთი ავტომწარმოებელ ბრენდებს დაავალდებულებს, მოსახლეობას მანქანის ტარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდონ. მოწოდება, აუცილებლად, ამ ბრენდების რეკლამებში უნდა გაჟღერდეს.
ქვეყანამ ახალი კანონის განხილვა გასული წლის დეკემბერში დაიწყო, რომლის მიხედვითაც ავტომწარმოებლებმა ადამიანებს თავიანთსავე რეკლამებში უნდა მოუწოდონ გამოიყენონ უფრო სუფთა გადაადგილების საშუალებები, როგორიცაა საზგოადობრივი ტრანპოსრტი, ფეხით სეირნობა, ველოსიპედი
რაღა თქმა უნდა, ავტომობილების გარეკლამება სრულად არ იკრძალება, თუმცა კანონის მიხედვით, მწარმოებლებმა რეკლამაში ერთხელ მაინც უნდა ახსენონ სამი შემოთავაზებული ფრაზიდან ერთ-ერთი.
ეს ფრაზებია — "ნუ იმგზავრებთ მხოლოდ ავტომობილით", "ყოველდღიური მოხმარებისთვის გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი" და "მოკლე მანძლებზე ფეხით გასეირნება ან ველოსიპედით წასვლა უმჯობესია".
ახალი კანონი ძალაში მარტიდან შევა და ის შეეხება ნებისმიერ სივრცეში, ტელევიზიაში, ბილბორდებსა თუ ფეისბუქზე განთავსებულ რეკლამებს.
ეს საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯი იყო საფრანგეთის მთავრობისგან. ცხადია, რომ სახელმწიფოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა სურს, მაგრამ გადაწყვეტილება ცოტათი კონტრავერსიულია.
"ჩვენ სიახლეებთან ვადაპტირდებით და ავტოინდუსტრიის ელექრიფიკაციისკენ გადახრაც სწორედ ასეთი ისტორიული ნაბიჯი იყო. ახალი კანონი კონტრპროდუქტიულია, რადგან მთვრობას ამავდროულად ელექტრომობილების გაპიარებაც სურს", — ამბობს Hyundai France-ის პრეზიდენტი, Lionel French Keogh.
კომენტარები