NASA-ში სპეციალური კოსმოსური ხომალდის შექმნაზე ფიქრობენ, რომელიც ბნელ მატერიას შეისწავლის
მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ბნელი მატერიის შესწავლა, მაგრამ ისინი ამისთვის აქტიურად მუშაობენ. ახლა კი, NASA-ში სპეციალური კოსმოსური ხომალდის შექმნაზე ფიქრობენ, რომელიც ბნელ მატერიას გამოიკვლევს.
ასევე: რა არის ბნელი მატერია და ბნელი ენერგია?
სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ჟურნალმა გამოაქვეყნა დამაინტრიგებელი კვლევა, რომელშიც საუბარია მომავალ ექსპერიმენტზე, სადაც ბნელი მატერიის გაზომვა კოსმოსური ხომალდის კოსმოსში გაგზავნით ხდება.
საუბარია "გალაქტიკის ძალის" განსაზღვრაზე. NASA-ს კვლევის მიხედვით ეს ნორმალური მატერიისა და ბნელი მატერიის მთელი გრავიტაციული ძალაა. ეს მაჩვენებელი შედარებით მარტივი გამოსათვლელია, თუ თქვენ გაქვთ წვდომა სწორ მონაცემებზე.
როგორც NASA-მ თავის წერილში აჩვენა, ამ მონაცემების შეგროვების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ღრმა კოსმოსური მისია, რომელიც შექმნილია ბნელი მატერიის საიდუმლოებების გამოსაკვლევად.
ბელბრუნომ და ჯიმ გრინმა, NASA-ს მრჩეველმა და კვლევის თანაავტორმა, განაცხადეს, რომ კოსმოსურ ხომალდს დასჭირდება დაფაროს 100 ასტრონომიული ერთეული, ანუ 100-ჯერ მეტი მანძილი დედამიწასა და მზეს შორის, რათა დაიწყოს "გალაქტიკური ძალის" სწორად გამოვლენა.
ზონდს ექნება სპეციალური ამრეკლავი მოწყობილობა, რომელიც საკმარისი მანძილის დაფარვის შემდეგ მხოლოდ გალაქტიკურ ძალებს გაზომავს. ეს ამბიციური მისია არ იქნება პირველი მცდელობა, რომელიც ბნელი მატერიის შესწავლას ცდის. ახლად გაშვებული ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი და ევროპის კოსმოსური სააგენტოს მომავალი ევკლიდეს მისია ასევე ეცდებიან მსგავსი მონაცემების მოპოვებას.
კომენტარები