ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა — მიზეზები
ფოტო: georgia-roadtrip.com
7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა. დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 2,948 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 3,87 თეთრით გამყარებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ამაზე მეტად გამყარებული ბოლოს 2020 წლის მარტში იყო.
რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 5,79 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,3669 ლარს გაუტოლდა.
ეკონომისტები ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართ გამყარების ერთ-ერთ ფაქტორად ფულადი გზავნილების გაზრდილ მოცულობას ასახელებენ — როგორც ცნობილია, 2021 წელს საქართველოში $2,35 მილიარდის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც გასულ წლებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, ლარის გაცვლითი კურისის გამყარების ფაქტორად ეროვნული ბანკის მხრიდან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც სახელდება. უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ბოლო წლების მაქსიმალურ ნიშნულზე, 10,5%-ზე ინარჩუნებს — ეს ლარზე მოთხოვნას ზრდის, რაც ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია.
ამასთან, ექსპერტების აზრით, ეროვნული ვალუტას შექმნილი პოზიტიური მოლოდინებიც ამყარებს.
თიბისი კაპიტალი ლარის გამყარების კიდევ ერთ ფაქტორად იანვარში ტურიზმის აღდგენის დაჩქარებას ასახელებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ სავალურო შემოსავლები დეკემბერში მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა.
"ბოლო პერიოდში სახეზეა უფრო მეტი ინვესტირება ლარის დეპოზიტებში და ამავდროულად მეტი სავალუტო დაკრედიტება, განსხვავებით იმ პერიოდებისაგან, როდესაც ორივე შემთხვევაში საპირისპირო ტენდენცია ლარის გაუფასურებას იწვევდა. წმინდა შემოდინებების მხრივ, აღსანიშნავია დეკემბრის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ისევე როგორც, თიბისის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, იანვარში ტურიზმის აღდგენის დაჩქარება", — ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებითაც კი ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა — კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს შეისყიდის. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი ლარის კურსის გამყარების ხელისშემშლელ ფაქტორად შესაძლო რეგიონულ სამხედრო კონფლიქტს ასახელებს.
სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 8 თებერვალს შევა ძალაში.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები