GTA-ს ექსკლუზიურ სიმღერებს უკვე Spotify-სა და Apple Music-ზე შევხვდებით
Rockstar Games-ის ცნობით, რეპერ Dr. Dre-ის ექვსი სიმღერა უკვე რამდენიმე სტრიმინგ სერვისზეა ხელმისაწვდომი, მათ შორის Apple Music-სა და Spotify-ზე.
ისინი პირველად GTA Online-ის The Contract განახლების შემდეგ გამოჩნდა გასულ წელს. Dre-სთან ერთად, სიმღერებში სხვა არტისტებიც ჩნდებიან: ემინემი, სნუპ დოგი, Anderson .Paak, ბასტა რაიმსი, Nipsey Hussle და Ty Dolla $ign.
GTA-ს გარდა, ახალი მუსიკა პირველად არაერთ თამაშში ჟღერდება. Guns n’ Roses-ის სიმღერის ("შაკლერის შურისძიება") პრემიერა Rock Band 2-ში ვიხილეთ 2008 წელს, ხოლო Weezer-მა კი 2019 წელს Fortnite-ში ოთხი გამოუქვეყნებელი სიმღერა გაუშვა.
GTA Online-ისა და Dre-ს ერთობლივი მუშაობა შედარებით საინტერესო საკითხია, რადგან რეპერი თავად თამაშში გამოჩნდა, ძირითადი სიუჟეტური ხაზი კი მოპარული ტელეფონის (რომელშიც ახალი მუსიკა იყო) პოვნასა და დაბრუნებას მოიცავდა.
მართალია, მუსიკის ინტეგრაცია კარგად ჟღერს, თუმცა თავად განახლებაზე აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. მიუხედავად ამისა, იმედია, მალე უახლეს კონსოლებზე თამაშის გამოსვლა მომხმარებელთა გამოცდილებას გადაახალისებს.
კომენტარები