ახალ სტარტაპს თაგვის დნმ-ში ბიტკოინის განთავსება სურს
ახალ დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციას (DAO) გენური ინჟინერიის გამოყენება სურს, რათა თაგვების გენეტიკაში ბიტკოინი მოათავსოს. სტარტაპი BitMouseDAO 25 იანვარს ამოქმედდა.
ამ იდეის ავტორის თქმით, რომელიც ანონიმურად რჩება, ეს იდეა დაძინების წინ მოუვიდა. ამ მომენტიდან მან იდეის განხორციელებაზე დაიწყო ფიქრი.
ედუარდო კაცის გენეტიკურად შემუშავებული ფოსფორესცენტური კურდღლის შემდეგ, ეს იდეა არც ისე წარმოუდგენელია. ამჯერად საუბარია ცოცხალ არსებაში ისეთი რაღაცის განთავსებაზე, რაც ფულის გამომუშავების საშუალებას მოგვცემს.
"BitMouseDAO პროექტია, რომელიც აკავშირებს კრიპტო სამყაროს ხელოვნების სამყაროსთან, ისევე როგორც ბიოლოგიას ბიტკოინთან", — ნათქვამია განცხადებაში.
და მაინც, როგორ არის ეს შესაძლებელი? მეცნიერებმა უკვე შეიმუშავეს დნმ-ის ჯაჭვებში ინფორმაციის კოდირების მეთოდები, ასე რომ, თეორიულად, ეს შესაძლებელია. კომპანიის განცხადებაში ის ორი მეთოდიცაა მოხსენიებული, რის მიხედვითაც ეს შესაძლებელია. პირველ რიგში BitMouseDAO გეგმავს გამოიყენოს სპეციალური საფულე, რომელშიც შემდგომ ბიტკოინები განთავსედება.
რთული ნაწილია თაგვის გენეტიკური კოდის რედაქტირება, რათა ამ "საფულის" მოთავსება მოხდეს მასში. შედეგად დნმ-ის შესაბამის ATGC თანმიმდევრობაში გადათარგმნა მოხდება. ეს პროცესი ემბრიონის დონეზე მოხდება, მანამ, სანამ თაგვი დაიბადება.
თუ ეს არ იმუშავებს, BitMouseDAO უბრალოდ დაამზადებს უვნებელ ვირუსს, რომელიც ბიტკოინის ინფორმაციას თაგვებში განათავსებს. მას შემდეგ, რაც თაგვს ექნება დნმ-ში დაშიფრული პირადი გასაღები გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით, ეს ინფორმაცია მის შთამომავლებზეც გადავა.
თაგვში მსგავსი ინფორმაციის მოთავსების შემდეგ, BitMouseDao-ში მიაჩნიათ, რომ მათ NFT-ების დამზადებაც შეეძლებათ.
თუ თქვენ თაგვების უსაფრთხოებაზე დაფიქრდით, ნუ შეგეშინდებათ. BitMouseDAO ამტკიცებს, რომ ისინი გამოიყენებენ უვნებელ ვირუსს პირადი გასაღების გადასაცემად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გენის რედაქტირებას გამოიყენებს, ამით არ დააზიანებენ რაიმე სასარგებლო ცილას, რომელიც გავლენას მოახდენს თაგვებზე.
კომენტარები