ვინ არიან "დივიდენდ არისტოკრატები"
დივიდენდი კომპანიის მხრიდან საკუთარი აქციონერებისთვის განაწილებული მოგებაა. ისეთ აქციაში ფულის ჩადება, რომელიც დივიდენდს მოგიტანს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია — ამას შენი ფინანსური სტაბილურობის მოტანა და გრძელვადიან პერსპექტივაში გამდიდრებაც შეუძლია.
როგორც წესი, დივიდენდს ისეთი კომპანიები გასცემენ, რომლებსაც სახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, დივიდენდის გადამხდელ ყველაკომპანიაში ინვესტირება მომგებიანი ვერ იქნება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდე, რა კრიტერიუმებით შეარჩიო ის კომპანია, რომელშიც ფულს ჩადებ.
დივიდენდ არისტოკრატები
ისეთ კომპანიებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დივიდენდებს ყოველწლიურად იხდიან და ზრდიან "დივიდენდ არისტოკრატებს" უწოდებენ
Lowe's (NYSE:LOW) — ეს კომპანია სახლების შეკეთებით არის დაკავებული, რომლის აქციებიც, ერთი შეხედვით, შთამბეჭდავად არ გამოიყურება. თუმცა, თუ დივიდენდის მიღებაზე ორიენტირებული ინვესტორი ხარ, ის შენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს. ამ კომპანიამ გასული 46 წლის განმავლობაში დივიდენდები ყოველწლიურად გაზარდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში სახლების ძირითადი ნაწილი 37 წლის მაინც არის, რაც ნიშნავს იმას, რომ Lowe's-სა და მის მსგავს კომპანიებზე მოთხოვნა მზარდი იქნება.
Walgreens Boots Alliance (NYSE:WBA) — ეს კომპანია მსოფლიოში სააფთიაქო ქსელების უმსხვილესი ოპერატორია, რომელსაც შთამბეჭდავი გეგმები აქვს. კომპანია გეგმავს შეამციროს ხარჯები, გაზარდოს ციფრული გაყიდვები და რაც მთავარია, დაამატოს კლინიკები უახლოეს მომავალში. მისი მიზანია უკვე მომგებიანი კომპანია მეტად მომგებიანი გახადოს. კომპანიის დივიდენდის განაკვეთი 3%-ია. ამასთან მისი დივიდენდი 45 წლის განმავლობაში მზარდია, რის გამოც ამგვარი აქციებით დაინტერესებული ინვესტორებისთვის ის საინტერესო შემოთავაზებაა.
Realty Income (NYSE:O) — თუ საკუთარი თანხის დაბანდება უძრავი ქონების სექტორში გსურს და შენი მიზანია ფული სტაბილურ აქციაში ჩადო, ეს შემოთავაზება ნამდვილად დაგაინტერესებს. ეს კომპანია საკუთარ აქციონერებს დივიდენდებს უკვე 50 წელია უხდის, თუმცა დივიდენდის არისტოკრატების კლუბს ის 2020 წელს შეუერთდა, როდესაც 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ინვესტორებისთვის გასაცემი დივიდენდის მოცულობა ყოველწლიურად გაზარდა.
Johnson & Johnson (NYSE:JNJ) — ამ კომპანიის პორტფელში მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი პროდუქტები შედის. მათი ძირითადი ნაწილი თავის მოვლისა და ჯანდაცვისთვის განკუთვნილ პროდუქციას მიეკუთვნება. კომპანიამ ბოლო 58 წლის განმავლობაში ყოველწლიურად გაზარდა დივიდენდების მოცულობა, რის გამოც ის "დივიდენდ არისტოკრატებში" საპატიო ადგილს იკავებს. კომპანია საკუთარი ბრენდების წყალობით არის მომგებიანი.
Target (NYSE:TGT) — ეს კომპანია ამტკიცებს, რომ საფასო კონკურენციასა და ფასდაკლებების ომში ჩართვა არ სჭირდება, რათა სხვებს აჯობოს. წლების განმავლობაში მან კონკურენტებთან შედარებით ძალიან კარგი შედეგები აჩვენა, რაც მის ფინანსურ მაჩვენებლებზეც აისახა. ეს კომპანია 49 წლის განმავლობაში ზრდის დივიდენდის მოცულობას, რის გამოც იგი ინვესტორებისთვის ყოველთვის მიმზიდველია.
როგორ შევარჩიოთ დივიდენდის აქციები
თუ ისეთი აქციაში გსურს ფულის დაბადება, რომელიც დივიდენდის სარგებელს იხდის, რამდენიმე საკითხის გარკვევა დაგჭირდება.
ერთ-ერთი ასეთი მაჩვენებელი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციო, გადახდის კოეფიციენტია. ეს მონაცემი აჩვენებს, თუ მოგების რა ნაწილს უხდის კომპანია საკუთარ აქციონერებს დივიდენდების სახით.
დივიდენდის ზრდადობის ისტორია კიდევ ერთი მონაცემია, რომელსაც აქციის არჩევამდე უნდა შეხედო. აქ ყურადღება უნდა მიაქციო იმას, თუ როგორ იქცევა კომპანია კრიზისების პერიოდში, რადგან, როდესაც ის რეცესიისას დივიდენდების გაცემას არ წყვეტს, ეს მის მდგრადობაზე მეტყველებს.
გარდა ამისა, ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ისეთი მაჩვენებლები, რომლებიც კომპანიის ზოგად ფინანსურ მონაცემებზე შეგიქმნის წარმოდგენას.
ცნობისთვის, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქციებით ვაჭრობა უკვე მობილბანკის საშუალებით არის შესაძლებელი — ამისთვის მინიმუმ 1 დოლარია საჭირო. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში კომპანიების სიაც შეგიძლია შექმნა, რაც მათი აქციების ფასების თვალის დევნების საშუალებას მოგცემს. როგორც ამ საქმის ექსპერტები ამბობენ, ინვესტირებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
კომენტარები