ნავთობის ობიექტზე თავდასხმის შემდეგ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დრონები აკრძალეს
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამომხმარებლო დრონების ფრენები მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალეს, ეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რამდენიმე მსგავსი საფრენი აპარატი გამოიყენეს დედაქალაქ აბუ დაბის ნავთობის ობიექტზე და აეროპორტზე თავდასხმისთვის.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ "მოქალაქეებისთვის დრონების და სხვა მსგავსი საფრენი აპარატების გამოყენება იზღუდება". Associated Press-ის ცნობით, მსგავსი ფრენები უკვე შეზღუდული იყო საცხოვრებელ ადგილებში, ისევე როგორც აეროპორტებთან ახლოს.
გასულ კვირას, რამდენიმე მფრინავმა ობიექტმა ჩამოაგდო ასაფეთქებელი ნივთიერებები და ბომბები ნავთობის მთავარ ობიექტზე და ქალაქის საერთაშორისო აეროპორტზე, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით თავდასხმა იემენის ჰუთის მეამბოხეებმა აიღეს თავის თავზე.
მსგავსი თავდასხმა პირველი არ იყო, თუმცა აქამდე მსხვერპლი არ ყოფილა. საამიროებში მიაჩნიათ, რომ სამომხმარებლო კლასის დრონები შეიძლება გახდეს ტერორისა და ძალადობრივი დანაშაულის ფართოდ გავრცელებული იარაღი.
შესაბამისად, მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატების სრული აკრძალვა არ უნდა იყოს გასაკვირი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში — თუმცა, რამდენად იქნება ეს პრევენციული ჯერ კიდევ არავინ იცის.
კომენტარები