რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით — ტოიოტას ახალი მიზანი
ფოტო: თეგეტა
Toyota Motor Corporation-ი წყალბადის ძრავის ტექნოლოგიურ განვითარებაზე იწყებს მუშაობას. ერთსა და იმავე წინადადებაში ტოიოტასა და წყალბადის ერთად დანახვისას, ავტომოყვარულების უმრავლესობას, პირველ რიგში, ელექტრო ავტომობილები საწვავის ელემენტებზე (FCEV) ახსენდება.
თუმცა, ამჯერად, ტოიოტა ყურადღებას საწვავის ელემენტებზე მეტად ძრავზე ამახვილებს — წყალბადზე მომუშავე შიდა წვის ძრავზე. ახალი ავტომობილების საწვავი 100%-ით სუფთა წყალბადია და მუშაობისას CO2-ს თითქმის არ გამოყოფენ.
სიახლეა ისიც, რომ Toyota-ს ახლახან გამოცხადებული წყალბადის ძრავიანი ავტომობილები მონაწილეობას მიიღებენ რბოლაში — Super Taikyu Series, 2021 Powered by Hankook, რომელიც იაპონიაში გაიმართება.
ამ გადაწყვეტილების შესახებ ტოიოტას პრეზიდენტმა, აკიო ტოიოდამ და GAZOO Racing Company-ის პრეზიდენტმა, კოჯი სატომ ისაუბრეს.
ფოტო: თეგეტა
"ჩემი სურვილია ხალხის აღფრთოვანება ავტოსპორტით. მინდა, სპორტის ეს სახეობა იმ პირობებშიც კი მდგრადი გავხადო, როცა ჩვენ ნახშირბად-ნეიტრალურობისკენ მივისწრაფვით. Toyota-ს წყალბადთან დაკავშირებული გარემოსდაცვის ტექნოლოგია გააჩნია. ჩვენ GR Yaris-ის გამოშვების დღიდან 24-საათიან რბოლებში წარმატებით ვასპარეზობთ. მინდა, ROOKIE Racing-მა, რომელსაც Toyota-მ განვითარება ანდო, წყალბადის ძრავებთან მუშაობის გამოწვევა მიიღოს, რომელიც ვფიქრობ, ავტოსპორტის ფარულ პოტენციალს წარმოადგენს.
გვინდა დავამტკიცოთ, რომ რბოლაში სამი ან ხუთი საათი გამძლეობა საკმარისი არ არის და აუცილებელია გქონდეს საიმისო მომზადება, რომ 24 საათის განმავლობაში გაძლო. მე ერთ-ერთი ავტომობილის პილოტი ვიქნები და დავამტკიცებ, რომ რბოლაში წყალბადი უსაფრთხოა", — განაცხადა ტოიოტას პრეზიდენტმა, აკიო ტოიოდამ.
რაც შეეხება GAZOO Racing Company-ის პრეზიდენტს, კოჯი სატოს, მისი თქმით, წყალბადის ძრავებს 2016 წლიდან იკვლევს და იმის გამო, რომ წყალბადი ბენზინზე უფრო სწრაფად იწვის,
რეაქცია დიდია.
"გასული წლის ბოლოს ჩვენ შევქმენით პროტოტიპი, რომელიც გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების მიუხედავად, მაინც უზრუნველყოფდა ავტომობილის იმ შეგრძნებას, რომელიც ასე უყვართ ავტომოყვარულებს, ხმის და ვიბრაციის საშუალებით. ეს, ფაქტობრივად, ხვალინდელ ტექნოლოგიებზე მუშაობაა. წყალბადი უამრავ გამოწვევას წარმოადგენს, რომელთა გადალახვა არც ისე ადვილია", — თქვა მან.
ფოტო: თეგეტა
წყალბადის ძრავების ფარული პოტენციალი
მანქანის გული მისი ძრავაა. შეცვალეთ ძრავა და თქვენ მნიშვნელოვნად შეცვლით არა მხოლოდ იმას, თუ როგორ უნდა ირბოლოთ, არამედ თუ როგორ აღაფრთოვანოთ გულშემატკივრები.
პრესკონფერენციაზე მოწვეული ჟურნალისტების კითხვას, წყალბადის ძრავების მახასიათებლების შესახებ, პრეზიდენტმა სატომ ორი ზუსტი სიტყვით უპასუხა: "წვის სიჩქარე".
"წყალბადს განსაკუთრებულს ხდის ის, რომ მისი წვის სიჩქარე რვაჯერ აღემატება ბენზინის წვის სიჩქარეს. ეს ნიშნავს უფრო სწრაფ რეაგირებას. ასე რომ, დაბალი სიჩქარის მაბრუნი მომენტი დაძვრისთანავე არის ის, რაც წყალბადის ძრავებს ასე შესანიშნავს ხდის. მომავალ რბოლაში ჩვენ შევამოწმებთ ბალანსს, თუ რამდენად მივაღწევთ მაქსიმალურ სიმძლავრეს სტაბილური წვის შენარჩუნებასთან ერთად.
სამომავლოდ სიმძლავრის გასაზრდელად სხვადასხვა ელემენტების დაბალანსებისას გვსურს წვის ისეთი პირობები ვიპოვოთ, რომლებიც წყალბადის ძრავების საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს", — განაცხადა GAZOO Racing Company-ის პრეზიდენტმა, კოჯი სატომ.
პრესკონფერენციაზე ტოიოტას პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და აჩვენა, რომ მისი სურვილია წვლილი შეიტანოს იაპონიაში ნახშირბად-ნეიტრალურობის მიღწევასა და ახალი ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაში.
"ისე, სიმართლე რომ ვთქვა, აქამდე მანქანა მხოლოდ ხრეშზე (და ტალახზე) მიტარებია. ეს წრეზე არ გამომიცდია. ახლახან ხრეშზე დავაყენეთ რამდენიმე საგზაო კონუსი, რათა გამოვცადოთ მანქანის ეფექტურობა მოხვევითა და აჩქარებით. რბოლის დროს, შენელების შემდეგ აჩქარების შეგრძნებამ მაგრძნობინა, რომ ეს ავტომანქანა კარგად შეეფერება ავტოსპორტს", — თქვა მან.
ტოიოტას მიზანია, რომ ავტოსპორტი ახალ ეპოქაში ახალი ტექნოლოგიებით გააცოცხლოს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები