როცა ჯიბე ცარიელი და სახლი არასაჭირო ნივთებით სავსე გაქვს — რა არის კომპულსიური ყიდვის აშლილობა
ფოტო: Paramount
ყველაფერი იმის გააზრებით დაიწყო, რომ ბოლო წლებში ნაყიდი ბლოკნოტების მთელი კოლექციიდან არცერთში წერტილიც კი არ მქონდა დასმული. თავიდან ამაყად ვაცხადებდი, რომ კოლექციონერი ვიყავი და ბლოკნოტების შეგროვებაც გატაცება იყო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამ ფრიად პრაქტიკული ნივთის გარდა, კიდევ ათობით სხვა დასახელების სრულიად გამოუსადეგარი რამ მქონდა ნაყიდი. ამ ნივთებს ერთმანეთთად სწორედ ყიდვის პროცესი აკავშირებდა — დაუძლეველი სურვილით მიღებული გადაწყვეტილება, ეფემერული სიხარული ყიდვის მომენტის შემდეგ და დანაშაულის შეგრძნება, როცა იაზრებ, რომ დანაზოგს ვერც ამ თვეში გააკეთებ.
მსგავსი სიტუაცია მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვისაა ნაცნობი. საქმე კი არა კოლექციონერობასთან, არამედ ონიომანიასთან გვაქვს. ონიომანია ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევის საგანია და სახელიც შესაბამისი აქვს — კომპულსიური ყიდვის აშლილობა. უფრო პოპულარულ ენაზე და ცოტათი დამახინჯებული შინაარსით მას შოპოჰოლიკობასაც უწოდებენ ხოლმე და ალბათ სწორედ ამიტომ აქვს "არასერიოზული ჩვევის" სახელი. არადა, ონიომანია და მისი თანმხლები შფოთვა სრულფასოვან ცხოვრებაშიც გვიშლის ხელს.
მხოლოდ აშშ-ში კომპულსიური ყიდვის აშლილობა, დაახლოებით, 18 მილიონ ადამიანს აქვს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე მხოლოდ განვითარებული ქვეყნის შეძლებული მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს. ინტერნეტსივრცეში ამ აშლილობას ზოგჯერ "მესამე მსოფლიოს პრობლემად" მოიხსენებენ და ამით ცინიკურად მიანიშნებენ, რომ ეს "თითიდან გამოწოვილი საკითხია", რომლის ქონაც საზოგადოების ნაწილში "მოდურად" მიიჩნევა.
არამც და არამც. ამ პრობლემას ნებისმიერი ადამიანი შეიძლება წააწყდეს, მიუხედავად მისი ფინანსური მდგომარეობისა და სოციალური სტატუსისა.
კომპულსიური ყიდვის აშლილობა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე, არამედ სოციალურ როლსა და ფინანსურ მდგომარეობაზეც კი. მსგავსი კომპულსიური ქმედება ყიდვისკენ გიბიძგებს არა მხოლოდ მაშინ, როცა საბანკო ანგარიშზე თანხა გეგულება, არამედ მაშინაც, როცა უკვე ჯიბეგამოცარიელებულს ყველა შესაძლო თუ შეუძლებელი გზის ძებნა გიწევს, რათა საყიდლებზე წასვლა შეძლო.
რატომ ვყიდულობთ?
ფოტო: Giphy
ამ შეკითხვაზე ორი პასუხი არსებობს. ერთი ისაა, რომ გვგონია, ნივთის ყიდვა გაგვაბედნიერებს; რაც ასეცაა, ოღონდ — მხოლოდ მცირე ხნით. რეალურად, სწორედაც რომ ყიდვა გვაბედნიერებს და არა — ნივთის ქონა. წამიერ სიხარულს მხოლოდ მაღაზიაში, სალაროს რიგში და გადახდისას გრძნობ, თუმცა, ამ გრძნობას მალევე ანაცვლებს საპირისპირო — დანაშაულისა და უპასუხისმგებლობის განცდა.
ზემოხსენებულ კითხვაზე მეორე პასუხი სწორედ ეს არის — დანაშაულის და მარტოობის განცდა, დაქვეითებული თვითშეფასება, ან განწყობის აშლილობის სხვა გამოვლინება. ეს ის გამომწვევი მიზეზებია, რომლებიც ონიომანიის მქონე ადამიანებს მაღაზიაში წასვლისკენ უბიძგებს — ისინი ფიქრობენ, რომ უსიამოვნო გრძნობებთან გამკლავებას "სასურველი" ნივთის ყიდვით შეძლებენ, თუმცა, ყიდვის შემდეგ ეს გრძნობები უფრო მძაფრდება. სწორედ აქ იკვრება მანკიერი წრე, რომელზეც მანამდე შეიძლება იტრიალო, სანამ პრობლემის ამოცნობას და მასთან გამკლავებას არ ეცდები.
რატომ და როგორ უნდა ამოვიცნოთ პრობლემა?
ფოტო: Tenor
შეკითხვაზე "რატომ" პასუხი ალბათ იმდენივეა, რამდენი გამოგონილი გარემოებაც შეგვიძლია მოვიმიზეზოთ არასაჭირო ნივთის საყიდლად. კომპულსიური ყიდვის აშლილობის ამოცნობა, უპირველესად, იმიტომ არის საჭირო, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს მენტალურ კეთილდღეობასთან. მენტალურ მდგომარეობაზე კი უარყოფითად აისახება არა მხოლოდ დანაშაულის განცდა ყიდვის მომენტის შემდეგ, არამედ მთელი რიგი პრობლემები, რომელიც შეიძლება ონიომანიამ წარმოქმნას. ეს ეხება უპირველესად ფინანსურ მხარეს — თითქმის არასდროს გვაქვს დანაზოგი, რადგან საბანკო ანგარიშზე მცირედი თანხის არსებობაც კი "გვიბიძგებს", რაიმე ვიყიდოთ. შემდეგ კი, ეს უკვე სოციალურ კავშირებზეც აისახება: სამეგობრო და სანათესავო წრეში, სამსახურში ან სხვაგან, სადაც შეიძლება ფულის მეტისმეტი ხარჯვისგან გამოწვეულმა ფინანსურმა პრობლემამ თავი შეგვახსენოს.
განსაკუთრებულად საყურადღებოა, როგორ უდგება საკითხს ოჯახი. ონიომანიის მქონე ადამიანებს ზოგჯერ, უბრალოდ, "მხარჯველის" რეპუტაცია აქვთ და დამუნათების სამიზნედ, უმეტესად, სწორედ ახლობლების მხრიდან იქცევიან ხოლმე. ამდენად, აქ იკვეთება ცნობიერების ამაღლების საჭიროება, რათა მსგავს პრობლემასთან აღმოჩენილ ადამიანს დაყვედრებით კიდევ უფრო არ გაუმძაფრდეს მარტოობისა და დანაშაულის განცდა (რაც ისედაც არის ამ კომპულსიის გამომწვევი და შედეგი). ეს ყველაფერი ზოგჯერ იწვევს იმასაც, რომ შენაძენის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრებს ვუმალავთ.
მეორე საკითხია, როგორ უნდა ამოვიცნოთ მიდრეკილება კომპულსიური ყიდვისკენ. აქ ჩნდება მნიშვნელოვანი გარემოება — კომპულსიური და იმპულსური ყიდვის გამიჯვნა. პირველ შემთხვევაში ყიდვის გადაწყვეტილება, უმეტესად, წინასწარაა დაგეგმილი და მას ქვეცნობიერად მაინც აქვს მიზანი, რომ ამგვარად უსიამოვნო განცდები და შფოთვა შეამსუბუქოს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი შინაგანია, განსხვავებით იმპულსური ყიდვისგან, როცა გადაწყვეტილებას დაუგეგმავად იღებენ. ასეთ დროს მიზეზი, ძირითადად, გარეგანი ფაქტორია — მაგალითად, ნანახი რეკლამა ან მიმზიდველი ნივთი მაღაზიის ვიტრინაში. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი შეიძლება იმპულსურ და მოსაზღვრე პიროვნულ აშლილობებს უკავშირდებოდეს.
მნიშვნელოვანია გამომწვევი მდგომარეობის ამოცნობაც — როგორც უკვე ვთქვით, ეს ხშირად შფოთვა ან/და განწყობის აშლილობის სხვა გამოხატულებაა. ამის გაგება დაგეხმარებათ, პროფესიონალთან ვიზიტისას საკუთარი მდგომარეობა უკეთ ახსნათ, შესაბამისად, უფრო ეფექტურად შეძლოთ კომპულსიისგან გათავისუფლება.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
გადახედვა
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია

კომენტარები