Tesla-ს მფლობელი ამტკიცებს, რომ Model 3 მაინინგით თვეში 800 დოლარს გამოიმუშავებს
2018 წლის Tesla Model 3-ის მფლობელი აცხადებს, რომ ის ავტომობილის კომპიუტერით თვეში დაახლოებით $800 გამოიმუმაშევებს — ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
თუმცა, იუთუბერმა Siraj Raval-მა სხვა კრიპტო მაინერებისგან კრიტიკა დაიმსახურა, რადგან მათი აზრით ეს რიცხვები სიმართლეს არ შეესაბამება.
შეუძლია თუ არა რეალურად ელექტრომობილს თვეში $400-800 გამომუშავება?
ჩვენ უამრავი უცნაური კომპიუტერი გვინახავს, მაგალითად კარტოფილზე შეერთებული Raspberry Pi, რომელზეც Doom გაუშვეს. ახლა ჯერი ელექტრომობილებზეა, რომელთა პატრონებიც უცნაურ ტრენდს აჰყვნენ — გადააქციონ მანქანები მაინერებად.
CNBC-სთან საუბარში იუთუბერი Siraj Raval ყვება, რომ ის საშუალოდ 400-დან 800-მდე გამოიმუშავებს. ეს ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასზეა დამოკიდებული. ამისათვის მას ავტომობილის მთავარი კომპიუტერის დაჰაკვა მოუწია, რითიც გარანტია დაკარგა, თუმცა ეს მისი თქმით ექსპერიმენტი იყო. რავალის თქმით, ის მანქანას მაინერად 20 საათის განმავლობაში ამუშავებს.
რავალი კრიტიკის ობიექტი გახდა. ტესლას მფლობელები ირწმუნებიან, რომ მანქანის საშუალებით ამდენის გამომუშავება შეუძლებელია და ეს ნამდვილად უფრო სარწმუნოდ ჟღერს.
ტესლას ჰაკერისა და კრიპტო მაინერის, ტომას შომერსის თქმით, Tesla Model 3-ის კომპიუტერს მაქსიმუმ 10MH/s სიმძლავრის მოცემა შეუძლია, რაც დანახარჯების გარეშე 13.38 დოლარზე მეტი არ გამოდის.
ასევე, უნდა ითქვას, რომ Raval ცნობილია, როგორც იუთუბერი, რომელიც ხშირად ყურადღების მისაქცევად ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს. ასევე, ის 2019 წელს სკანდალში გაეხვა, როდესაც მისი ნაშრომის, "The Neural Qubit" გამო პლაგიარიზმში დაადანაშაულეს.
კომენტარები