TikTok რეპოსტის ფუნქციას ტესტავს, რომლის საშუალებითაც გამომწერებთან სასურველი ვიდეოების გაზიარებას შეძლებთ. ეს ღილაკი, რომელზეც სოციალური ქსელი მუშაობს, რამდენიმე მომხმარებლის აპლიკაციაში უკვე გამოჩნდა, თუმცა უცნობია, როდის გახდება ის ყველასთვის ხელმისაწვდომი.

"ამჟამად, ვატარებთ ექსპერიმენტს ახალ გზის შესაქმნელად, რომლის გამოყენებითაც ადამიანებს შეეძლებათ საყვარელი TikTok ვიდეოები გამომწერებს გაუზიარონ", — ამბობს TikTok-ის წარმომადგენელი გავრცელებულ განცხადებაში. როგორც TechCrunch იუწყება, რეპოსტინგის შემდეგ ვიდეო თქვენს პროფილზე არ გამოჩნდება, არამედ მხოლოდ გამომწერების For You გვერდზე იქნება შესამჩნევი. აქვე, შეძლებთ რეპოსტინგის პროცესში ვიდეოს აღწერაც დაურთოთ, რითაც თქვენი მეგობრები მიხვდებიან, თუ რატომ გადაწყვიტეთ მათთვის ამა თუ იმ ვიდეოს გაზიარება. ფუნქცია გაზიარების ღილაკების გვერდით გამოჩნდება.

ფოტო: TechCrunch