ისრაელში 5 000 წერო მოკლეს — ქვეყანაში ფრინველის გრიპი მძვინვარებს
ისრაელმა ათობით ათასი ინდაური გაანადგურა — ქვეყანა ფრინველის გრიპის გავრცელებას ებრძვის.
ჰულას ბუნებრივ რეზერვუარში უკვე მოკვდა 5 000 მიგრირებული წერო. მომხდარი ფაქტი ისრაელის გარემოს დაცვის მინისტრმა, თამარ ზანბერგმა ქვეყნის ისტორიის განმავლობაში ველური ბუნები ყველაზე დიდ კატასტროფად შეაფასა.
უდიდესი ზარალი მიადგათ ადგილობრივ ფერმერებსაც, რომლებსაც ნახევარ მილიონამდე ქათმის დახოცვა მოუწიათ. ამ ყველაფერმა კვერცხის დეფიციტის შექმნის საფრთხეც გააჩინა.
ჯერ ფრინველის გრიპის A(H5N1) ადამიანზე გადადების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პრემიერმა ნაფტალი ბენეტმა ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველთა კრება მოაწყო და ორშაბათს მათთან ერთად ფრინველის გრიპთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინფიცირებულ ცხოველებთან იყვნენ კონტაქტში პრევენციული ზომები იქნება მიღებული.
აღსანიშნია ისიც, რომ ფრინველის გრიპი ადამიანზე რთულად გადადის. მსგავსი ვირუსი პირველად 2003 წელს გამოჩნდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით დღემდე სიკვდილის მხოლოდ 456 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ფოტოებზე, რომელიც ისრაელის გარემოს დაცვის სამინისტრომ გაავრცელა ჩანს, თუ როგორ ცდილობენ გარემოსდამცველები ჰულას ტბიდან მკვდარი ფრინველების ამოღებას, რათა თავიდან აირიდონ დაინფიცირების ახალი შემთხვევები.
სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ 250 წერო ჰულას ტბის გარშემო შენიშნეს, 30 დაინფიცირებული ერთეული კი მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნა ნაპოვნი.
კომენტარები