Samsung-ის გიჟური 200-მეგაპიქსელიანი კამერა შესაძლოა Galaxy S23-ში ვიხილოთ
Samsung-მა წელს 200-მეგაპიქსელიანი მობილური კამერის სენსორი დააანონსა, თუმცა მისი რეალობაში ხივლის შესაძლებლობა ჯერ არ გვქონია. ჩვენ ველოდით, რომ ახალ ISOCELL 200-მეგაპიქსელიან კამერას სამსუნგის 2022 წლის ფლაგმანში, Galaxy S22-ში ვიხილავდით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, Galaxy S22 ისევ მესამე თაობის 108 მეგაპიქსელიან სენსორს მიიღებს.
200-მეგაპიქსელიანი კამერა შესაძლოა ძალიან ზედმეტად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს არის ის მაქსიმუმი, რისი მხარდაჭერაც Snapdragon 888-სა და Snapdragon 8 Gen 1 პროცესორებს აქვთ, სამსუნგი კი, როდესაც საქმე Ultra ხაზს ეხება, მაქსიმალისტია. ვიდეოში Samsung-ის კამერების დანაყოფის დირექტორი კარგად ხსნის თუ რა უპირატესობები ექნება პირველ 200-მეგაპიქსელიან სენსორს.
სენსორს Nanocell პიქსელების შეკუმშვის ფუნქცია ექნება, რაც 200-მეგაპიქსელიანი კამერის შემთხვევაში, შეკუმშვის შემდეგ, ძალიან დიდ პიქსელის ზომას მოგვცემს. ამით აღმოიფხვრება ის პრობლემებიც, რაც 108 მეგაპიქსელიანი სენსორის პიქსელების შეკუმშვის დროს იჩენდა თავს.
ჯერ უცნობია, თუ როდის ვიხილავთ ამ სენსორს Samsung-ის სმარტფონებში. 108 მეგაპიქსელიანი სენსორი პირველად Xiaomi-მ მიიღო და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც სენსორს ჯერ სხვა მწარმოებლებთან ვიხილავთ, ხოლო უშუალოდ სამსუნგი მას Galaxy S23-ში წარადგენს.
კომენტარები