"მთავარია მონდომება" — მამუკა გორგოძის შეხვედრა "სოხუმის" პატარა მორაგბეებთან
ფოტო: თეგეტა
კლუბ "სოხუმის“ მორაგბეებს წინასაახალწლოდ ჯადოსნური საჩუქარი რაგბის ლეგენდამ გაუკეთა. მამუკა გორგოძის გამოჩენას ვარჯიშზე არავინ ელოდა. შეხვედრაზე მიღებულ ემოციებს ბიჭები ახლაც ვერ მალავენ და მამუკა გორგოძის ნახვით მინიჭებულ სიხარულს რაგბის მოედანზე სტიმულად იყენებენ.
"ისინი შეხვდნენ ლეგენდას. არავითარი აჟიოტაჟი არ ყოფილა, იდგნენ მწკრივში, მოწესრიგებულად და როგორც ყველა სიტუაციაში, დისციპლინას მიჩვეულები, ახლაც სახეზე მხოლოდ დიდ სიხარულს შეატყობდით. რაც მეტი დრო გავა, ეს შეხვედრა მათთვის უფრო ფასეული გახდება — ჯერ ბავშვთა ასაკში არიან, შემდეგ გადავლენ "ჭაბუკებში", ბოლოს კი კაცთა ასაკში ითამაშებენ. ყველა ამ ეტაპზე თავიდან მიხვდებიან, როგორი მასშტაბის ფიგურას შეხვდნენ და მამუკას სიტყვები, რომ "მთავარია მონდომება", ბევრად ფასეული და მნიშვნელოვანი გახდება მათთვის“, — ამბობს სარაგბო კლუბ "სოხუმის" დამფუძნებელი, ლევან ჯობავა.
შეხვედრა "თეგეტას" დახმარებით გაიმართა, კომპანიის, რომელთან მეგობრობაც "სოხუმმა" რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც სარაგბო კლუბი, ახალი სეზონის დაწყებამდე, ფინანსების მოძიებას ცდილობდა. რომ გიამბოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა, ჯერ იმ წამოწყებაზე უნდა მოგიყვეთ, რომლის იდეაც წლების წინ გაჩნდა, დღეს კი სამი ასაკობრივი ჯგუფი ჰყავს და ძალიან დიდი სამომავლო გეგმები აქვს.
"სოხუმი" 2017 წლის შემოდგომაზე შეიქმნა. თუმცა, ყველაფერი 2013 წელს დაიწყო, როცა ლევან ჯობავა და დავით დგებუაძე რაგბის სამოყვარულო კლუბ "ხალიბებში" შეხვდნენ. შემდეგ, რამდენიმე წელი, დავით დგებუაძე გერმანიაში რაგბის თამაშობდა. ჩამოსვლისთანავე კი გადაწყვიტეს, ახალი კლუბი შეექმნათ. თავდაპირველად, ეს იყო სოციალური პროექტი და ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილი, 2007-2008 წლებში დაბადებული ვაჟები თამაშობდნენ.
ფოტო: თეგეტა
"ამიტომ, სახელზე ბევრი არ გვიფიქრია. თან, გვინდოდა, "სოხუმი" ქართულ რაგბიშიც გაჟღერებულიყო და გამარჯვებებთან ყოფილიყო ასოცირებული“.
ნელ-ნელა "სოხუმი" სოციალურ ფარგლებს გასცდა და სპორტულ პროექტად იქცა. ბიჭები სულ უფრო მეტ თამაშს იგებდნენ და ვარჯიშებსაც მეტი სერიოზულობით უდგებოდნენ.
ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, გაიზარდა კლუბის ხარჯებიც. 2021 წლის ზაფხულში, ახალი სეზონის დასაწყებად, 38 000 ლარი იყო საჭირო.
"ერთ დღესაც, დაგვიკავშირდნენ Tegeta Truck and Bus-ის წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ მიმდინარე სეზონზე ეს კომპანია ჩვენი გენერალური სპონსორი იქნებოდა და სრულად გაიღებდა საჭირო თანხას“.
ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯების გარდა, თანხით მორაგბეებისთვის ახალი ფორმები შეკერეს. კლუბის ერთ-ერთი წევრის ოჯახის ნაკვეთზე, მისი მამის ხელმძღვანელობით, ბიჭებმა საკუთარი ხელით ააშენეს გასახდელი, რომელიც კლუბს მანამდე არ ჰქონდა.
"კომპანია "თეგეტასთან" მეგობრობით, აბსოლუტურად სხვა, საინტერესო ეტაპი დაიწყო ჩვენი კლუბისთვის — გვაქვს ინტერვიუები, გადაღებები, აქტიური საინფორმაციო კამპანია გვეხმარება პოპულარიზაციაში. ბევრმა ადამიანმა გაიცნო "სოხუმი" და ნახა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. შემდეგ იყო ძალიან დატვირთული სეზონი, ვარჯიშები, თამაშები. წლის დამაგვირგვინებელი ამბავი კი იყო მამუკა გორგოძის სტუმრობა.
ძალიან გახარებულები ვიყავით ჩვენ, მწვრთნელები და. რა თქმა უნდა, ჩვენი მორაგბეები. საჩუქრად "სოხუმის" ფორმა გადავეცით, ჩარჩოში ჩასმული, მან კი სავარჯიშო გადასაცმელები გადასცა ბიჭებს და გვაჩუქა ბურთი თავისი ხელმოწერით“.
ფოტო: თეგეტა
პატარა მორაგბეებმა საჩვენებელი ვარჯიშიც ჩაატარეს და მამუკა გორგოძესგან რჩევებიც მოისმინეს.
ამ შეხვედრიდან მეორე დღეს, 15 წლამდე ჯგუფს ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა შეხვედრა. ეს თამაში მოიგეს და როგორც ლევან ჯობავა ამბობს:
"მათზე ძალიან კარგად იმოქმედა მამუკას ჩამოსვლამ. მას არ უსაუბრია, როგორ უნდა გაკეთდეს ბოჭვა. გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო — ჩვენთან გუნდში, მოთხოვნისა და ღირებულებების ნაწილში, პირველი არის დისციპლინა და მეორე ურთიერთპატივისცემა. პატივისცემა მოწინააღმდეგის, გუნდელის, მწვრთნელის, მაყურებლის. დისციპლინირებული ადამიანები, რომლებიც კარგად ვარჯიშობენ, პატივს სცემენ სხვას და საკუთარ თავს, უმეტეს შემთხვევაში, მოგებულები დარჩებიან. ჩვენი ამოცანაც ეს არის.
ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა და სიტყვები, რაც მამუკამ გააჟღერა იყო — "მთავარია მონდომება". თითქოს, მარტივი სიტყვებია და ყველამ იცის, რომ ასეა. მაგრამ ამას მამუკა გორგოძე რომ გეუბნება და იცი, რომ ზუსტად ამ მონდომებამ მიიყვანა ის მსოფლიოს საუკეთესო 8 ნომრობამდე, ბიჭებმაც დაიჯერეს, რომ შეუძლიათ, გახდნენ მამუკას დონის მორაგბეები“.
როგორ გაგრძელდება "სოხუმისა" და "თეგეტას" მეგობრობა, ამას, ალბათ, მალე გავიგებთ. მანამდე კი სარაგბო კლუბი, ზამთრის არდადეგების შემდეგ, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება — ვარჯიშები, თამაშები, შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრები, სოციალური და გარემოსდაცვითი აქციები და კიდევ ბევრი აქტივობა, რაც გუნდის წევრებს, სპორტსმენებთან ერთად, დისციპლინირებულ, პასუხისმგებლობიან ადამიანებად აქცევს.
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
კომენტარები