zoommer: ახალი და კარგად დავიწყებული ძველი სიმღერების არარსებული ალბომის რეცენზია
წანამძღვარი:
მომდევნო რამდენიმე აბზაცში თქვენ წაიკითხავთ ზუმერის საახალწლო ვიდეოების მიმოხილვას — მუსიკალური ალბომის რეცენზიის სახით. ამისათვის დაგჭირდებათ დაახლოებით ხუთი წუთი, თუმცა თუ ვიდეოების ყურებასაც გადაწყვეტთ ეს დრო 10 წუთითა და 53 წამით გაიზრდება. მაშ, ასე...
პრეისტორია:
უკვე მრავალი საუკუნეა, პანდემიების, ომების, ჯვაროსნული ლაშქრობების, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების, ინდუსტრიული, სექსუალური და სხვა ტიპის რევოლუციების მიუხედავად, ახალი წელი მაინც ყოველთვის უპრობლემოდ დგება ხოლმე.
ამის გამო, დაჟინება იმისა, რომ ეს დღესასწაული ზუმერის რეკლამების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, მთლად ლეგიტიმური არ გამოდის. თუმცა ბოლო რამდენიმეწლედის განმავლობაში ახალი წელი ბევრისათვის ზუმერის ახალ სიმღერასთან რომ ასოცირდება, ესეც ფაქტია.
უმეტესობისთვის ზუმერის რგოლები მუსიკალურ კლიპებთან უფრო ასოცირდება. ამ მიმოხილვის მიზანიც ის არის, რომ ზუმერის საახალწლო ვიდეოები ერთ მცირე მუსიკალურ ალბომად წარმოვიდგინოთ.
ზუმერის გზა:
საახალწლო რეკლამების მუსიკალურმა მიმართულებამ პირველი ნაყოფი ოთხი წლის წინ გამოიღო და არამხოლოდ გამოიღო, სახეში სასროლ პროდუქტადაც მოგვევლინა დაპირისპირებული მხარეების არცთუ ცივილური დებატებისას. საკუთრივ კლიპი იმ პოლიტიკური შოუების პაროდიას წარმოადგენდა, სადაც ნაწყენი მხარეები ცივი წყლის დალევის ნაცვლად, ამ წყალს ოპონენტებს ასხამდნენ სახეში და ზოგჯერ ბონუსად ჭიქასაც ზედ აყოლებდნენ. ვიდეო მეტწილად მუსიკალური იყო, მაგრამ ფიქციური თოქშოუს წამყვანი პოლიტიკოსთა მიერ რთულად გამოთქმულ აზრს რეჩიტატივის მეშვეობით უფრო გასაგებ ენაზე გვითარგმნიდა. სიმარტივისკენ მოგვიწოდებდა თავად კლიპიც — "ნუ გაართულებთ. ზუმერში უკვე საახალწლო ზუმერული ფასებია" — ამბობდა ხავერდოვანი ხმა ვიდეოს ბოლოს და გულისხმობდა, რომ ამ ფაქტის წყალობით ზედმეტი საცობების, რიგების, პანიკის, დავიდარაბისა და ხლაფორთის თავიდან არიდება მარტივად გახლდათ შესაძლებელი.
მომდევნო წელს ზუმერის საახალწლო სიმღერის მთავარი ადრესატები უკვე მედღეხვალიე ადამიანები აღმოჩნდნენ. ტექსტის შთაგონების წყაროდ კი ყოველდღიური სიტუაციები იქცა ("დიეტას დავიწყებ ხვალიდან / ბანანი, კივი, ვაშლი და მსხალი და / მანამდე კუპატი, ფხალი და...“ ან "ორშაბათიდან ვარჯიში / დილის ათიდან ვარ ჯიმში..."). ამჯერად ზუმერის მესიჯი დაცლილი იყო ქარაგმებისგან და იყო პირდაპირი („ნამეტანია, ეს უკვე ნამეტანია, სიტყვის კაცი წითელ წიგნში შესატანია"), რიგ სტრიქონებში მეტისმეტად პირდაპირიც კი ("ტ***ი ახლა გაანძრიეთ, არა — ასი წლის მერე"). აქვე გაგრძელდა ვიდეოს ბოლოს საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანების ტკბილ ლუკმად გამოყენების წეს-ჩვეულება და თუ პირველი კლიპის შემთხვევაში ეს ტკბილი ლუკმა ტორტიდან ამომძვრალი გიორგი ჯანელიძე იყო, ამჯერად ქალიან-კაციან-თამადიან-რეივერიან-ზუმერისადმინიან-ყველაფრიანად ირმა სოხაძის საათში აღმოვჩნდით. SPOILER ALERT: თავად ირმა სოხაძე კი რატომღაც ანძის ანთება-ჩაქრობაზე იყო პასუხისმგებელი.
მესამე წელს ზუმერმა კიდევ უფრო გაშალა ფრთები და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ფრენები ჯერ კიდევ არ იყო დაშვებული, მაინც მასშტაბური კლიპი შექმნა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზუმერმა ჯიუტად მისდია დიდი იოჰან კრუიფის ფრაზას, რომ "ყველა არახელსაყრელ სიტუაციას საკუთარი უპირატესობა აქვს" და მუსიკალური ვიდეოს მთავარ თემად თავად პანდემია თუ მისი განვითარების ისტორია აქცია. კლიპის შემქმნელებმა არც წარსული დაივიწყეს და ზუმერის გოგოს წინააღმდეგ მებრძოლ კორონავირუსს მისი დიდი ბაბუა, ესპანური გრიპიც ამოუყენეს გვერდში. ვირუსთა ამგვარი ნაირგვარი პალიტრის გამო, გასაკვირი არ არის, რომ თავად სიმღერაც ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ზუმერის ჩარტებში ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. შესაბამისი იყო ზუმერის სათქმელიც — "როგორ სიტუაციაშიც არ უნდა ვიყოთ, ახალი წელი მაინც საუკეთესო დროა იმისათვის, რომ მომავალს ოპტიმისტურად შევხედოთ".
მიუხედავად ოპტიმიზმისა და ზუმერის გოგოს მტკიცე მუქარისა ("გაქრები, როგორც შარშანდელი თოვლის გუნდა"), კოვიდმა არც მომდევნო წელს დაგვანება თავი (არც — ცხვირ-ხახა). თუმცა, ამჯერად უკვე ზუმერმა უარი თქვა გაფაციცებულ სიმღერაზე და საახალწლო განწყობის შემოტანა მშვიდი, ყველასათვის ნაცნობი მელოდიის გადამღერებით გადაწყვიტა. Love actually-ის საუნდტრეკის ქართულმა ვერსიამ, ამავე ფილმის ერთ-ერთი გმირის წამხედურობით შერჩეული ლადო ბურდულის შესრულების მეშვეობით, ნამდვილად შეძლო საახალწლოდ განეწყო მაყურებელი. რიტმის დინამიკის შეცვლასთან ერთად, წელს სიახლე იყო ცნობილი ადამიანების ფართო სპექტრიც. მართალია, ტკბილ ლუკმათა სიმრავლემ, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, გადამლაშების საფრთხე შექმნა, მაგრამ საკუთარი როლი ყველამ იმდენად კარგად მოირგო, რომ საბოლოოდ ზუმერის ინდუქციურ ღუმელზე (რომელიც, სხვათა შორის, სულ რაღაც 199 ლარი ღირს) მაინც გემრიელი პროდუქტი გამოცხვა. კლიპის სათქმელის ფოკუსში კი ამჯერად ჩუქების ტრადიციის მნიშვნელოვნება მოექცა — "საჩუქრების დროა, ამიტომ ვინც კი გულით გიყვარს, მიდი და აჩუქე. რას ელოდები?!".
ბოლო აბზაცი:
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუმერმა“შესაძლოა ჯერ ვერ შექმნა ეპოქა ქართული საახალწლო რეკლამების ისტორიაში, მაგრამ ნამდვილად შექმნა საახალწლო ვიდეობის საკუთარი სტილი — მიმდინარე საკითხებთან ვიზუალურ-შინაარსობრივი გადაძახილებით დახუნძლული მუსიკალური კლიპები, შეკმაზული პოპკულტურის ელემენტებით. ერთადერთი, რაზეც აუდიტორია ვერ თანხმდება ზუმერის საუკეთესო საახალწლო რეკლამობის პრეტენდენტია — ზოგს წინა კლიპები უფრო მოსწონს, ზოგს — ახალი, ზოგს გადაბურდული სიუჟეტი, ზოგს — ლადობურდული, ზოგს — კანიე ვესტი და ზოგს — კანიე ვესტის ცოლი. თუმცა, ფაქტი ერთია, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ზუმერის საახალწლო კლიპების ქვაკუთხედად იქცა, ყოველ მომდევნო წელს უფრო და უფრო რთული ხდება მიხვდე, რას შეიძლება ელოდო ამ ბრენდისგან. ამ საკითხზე ჩვენც ერთადერთი პასუხი გვაქვს — დაელოდე, რას ელოდები?!
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები