Tesla მძღოლებს მთავარ ეკრანზე თამაშების გაშვების საშუალებას აძლევს
Tesla-ს მძღოლებს, დიახ არ მოგესმათ, ზუსტად იმ ადამიანებს ვინც საჭესთან სხედან, გიგანტურ ეკრანზე თამაშების ჩართვის საშუალება ექნებათ.
"ფუნქცია საკუთარ მანქანაში 5 წამით გავტესტე, ის ნამდვილად გასაოცარია, მაგრამ ძალიან საშიში ამავდროულად" — ამბობს ტესლას მფლობელი ვინც პატონი The New York Times-თან საუბარში.
ტესლას გიგანტურ ეკრანზე თამაშების გაშვების შესახებ აქამდეც თქმულა და ეს ზოგი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომიც იყო. ტესლა კრიტიკის ობიექტი ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა. მათი "სრულად ავტონომიური მართვის სისტემა" სრულად ავტონომიური ჯერ კიდევ არ არის და ექსპერტების აზრით ფუნქციის სახელს მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს, რამაც უკვე ბევრი ავარია გამოიწვია.
კანონმდებლები ახალ ფუნქციასაც ეჭვით უყურებენ. მაშინ, როდესაც ადამიანი საჭესთან ზის, მას არც რაიმე სტრატეგიული თამაში უნდა ართობდეს და არც სოლიტერი. თუმცა, საკითხავია რამდენად არის ეს მარეგულირებელი ორგანოების მიერ გადასაწყვეტი ამბავი. ტესლას ბორტკომპიუტერი სრული შესაძლებლობების მქონე მოწყობილობაა და მის შეზღუდვას რეგულაციებით გამართლება არ ექნება.
NYT ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკაში ავარიათა უმეტესი ნაწილი სწორედ მძღოლების გაფანტულობით ხდება. სმარტფონები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია რის გამოც მძღოლებს ყურადღება ეფანტებათ. ტელეფონზე საუბრისას ან მასში ყურების დროს ყველაზე მეტი ავარია ხდება. სწორედ ამიტომ, კრიტიკოსები თვლიან, რომ მანქანის მთავარ ეკრანზე გაშვებული თამაშები ამ ყველაფერს კიდევ გააუარესებს.
"ეს ძალიან იმედგამაცრუებელია. ჩვენ ვცდილობთ გავაფრთხილოთ მოსახლეობა და Tesla, რომ მათ მეტი ზომები სჭირდებათ უსაფრთხოებისთვის, თუმცა Tesla-ში ამის გაგონება არ სურთ" — ამბობს ჯენიფერ ჰომენდი, ამერიკის სატრანსპორტო უსაფრთხოების ბორდის უფროსი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები