ილონ მასკმა Apple-ს დასცინა და $50-იანი კიბერ-სასტვენი გამოუშვა
ილონ მასკი ფიქრობს, რომ თქვენ Apple-ის 19 დოლარიანი ეკრანის საწმენდი ნაჭრის მაგივრად Tesla-ს გამოშვებული $50-იანი მეტალის კიბერსასტვენი უნდა შეიძინოთ, რომელსაც კომპაანის მომავალი პიკაპიკის, Cybertruck-ის ვიზუალი აქვს.
Cyberwhistle — ასე ქვია ახალ სასტვენს და ის გასაყიდად Tesla-ს ვებსაიტზე გამოჩნდა, თუმცა ლიმიტირებულობის გამო მარაგი მალევე ამოიწურა.
მასკმა სასტვენის შესახებ ტვიტერის მეშვეობით გვამცნო და ირონიულად მიაწერა — "დაუსტვინე ტესლას"
ლიმიტირებული რაოდენობით გამოსული კიბერსასტვენი Grade 304 უჟანგავი მეტალისგანაა დამზადებული და პოლირებული ზედაპირი აქვს. პროდუქტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ სასტვენს თავისი საკიდიც მოყვება. მყიდველები 50 დოლარად ლამაზ ყუთსაც მიიღებენ.
რა თქმა უნდა, 50 დოლარი სასტვენისთვის ძალიან ბევრია, მაგრამ მასკმა ის Apple-ის 19 დოლარიან ეკრანის საწმენდს შეადარა.
"ნუ გაფლანგავთ ფულს ამ სულელურ ნაჭერში, იყიდეთ სასტვენი!" — დატვიტა მასკმა.
გასაკვირი არაა, რომ კიბერსასტვენები სრულად გაიყიდა. მათი ნახვა ახლა eBay-ზე შეიძლება. გადამყიდველები სასტვენებს 5 000 დოლარადაც კი აფასებენ.
კომენტარები