ახალი თავი იწყება — ნახეთ Sex and the City-ის ახალი სეზონის პირველი თიზერი
ფოტო: HBO Max
"ამბობენ, რაღაცები არასდროს იცვლებაო", — ეს არის ფრაზა, რომელსაც Sex and the City-ის ახალი სეზონის პირველ თიზერში ვისმენთ. და, მართალიცაა, ორი ათწლეულის გასვლის მიუხედავად, ზუსტად ისე აგვიფანცქალდა გულები თრეილერის პირველი კადრის ნახვისას, როგორც მაშინ, კერი ბრედშოუს რომ პირველად გადავეყარეთ.
მოკლედ, პოპულარული სერიალის გაგრძელების — And Just Like That (და, აი, სწორედ ასე) — პირველი თრეილერი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა. გავიგეთ ახალი სეზონის გამოსვლის თარიღიც — კალენდარზე სასწრაფოდ და საგანგებოდ მონიშნეთ 9 დეკემბერი.
მართალია, ყველაფერს ერთ თვეზე ნაკლებ დროში გავიგებთ, თუმცა, ამ დროისთვის ბევრი რამ სულაც არ ვიცით სერიალის გაგრძელებაზე. ვიცით ერთი ის, რომ ათსერიან სეზონში ლეგენდარული ქასთი — სარა ჯესიკა პარკერი, სინთია ნიქსონი და კრისტინ დეივისი — დაბრუნდა (კიმ კეტრელმა კი უარი თქვა) და კიდევ ის, რომ ახალ სეზონში "50 წლის ასაკს გადაცილებული ნაცნობი პერსონაჟების რთულ ცხოვრებისეულ რეალობასა და მეგობრობაზე" ვიხილავთ ისტორიებს. თუმცა, სიახლეებთან ერთად, ძველებურ გარემოსაც კვლავინდებურად ვიგრძნობთ.
"სერიალის შემქმნელები გამოცდილი ხალხია და პერსონაჟებს კარგად იცნობენ, იაზრებენ, რომ მათ ცხოვრებაშიც ხდება სიახლეები", — განაცხადა პარკერმა Vogue-თან ინტერვიუში, — "თუმცა, ეს ყველაფერი მაინც სერიალის ძველ, ჩვენთვის საყვარელ განწყობაში ჯდება. მარტო სამოსია ისეთი, რომ გადაირევით. და, ბარემ, იმასაც გეტყვით, რომ სერიალის ახალ ვერსიაშიც დიდი დოზითაა სექსი".
აღსანიშნავია ისიც, რომ მონატრებულ პერსონაჟებს შორის ვიხილავთ სტენფორდსაც, რომლის როლსაც უილი გარსონი ასრულებდა. გარსონისთვის ეს ერთ-ერთი ბოლო პროექტია — მსახიობი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა 57 წლის ასაკში.
სერიალი სექსი დიდ ქალაქში 2004 წელს დასრულდა, მასზე გადაღებული მეორე ფილმი კი 2010 წელს გამოვიდა.
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები