საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ფაბრიკა 1900" საწარმოო ხაზს ოთხჯერ გაზრდის
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და მრავალჯერადი გადამუშავების შესაფუთი ქაღალდების საწარმოს "ფაბრიკა 1900" ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანიამ საწარმო გააფართოვა და ახალი დანადგარებითაც აღჭურვა. პროექტის ჯამური მოცულობა 17 მლნ ლარს აღწევს და ის სრულად დაფინანსდა ბანკის მხრიდან.
"ახალი საწარმო თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალით ე.წ. სენდვიჩ პანელით აშენდა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში და რომელმაც ტრადიციული სამშენებლო მასალები ჩაანაცვლა. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივე. ასევე შევიძინეთ ახალი დანადგარები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, წარმადობა ოთხჯერ გავზარდოთ, რაც განაპირობებს კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ეტაპზე კომპანიას 100-ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული", — განაცხადა ნათია ბოლქვაძემ, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.
"ფაბრიკა 1900" არის კომპანია, რომელიც აწარმოებს მრავალჯერადი გადამუშავების შესაძლებლობის შესაფუთ ქაღალდს. კომპანია, ახალი დანადგარების პირობებში, თვეში საშუალოდ 4000 ტონა ქაღალდს გადაამუშავებს. კომპანიის პასუხისმგებლობა, იზრუნოს გარემოზე და ეკოლოგიაზე, არის ძალიან დიდი მოტივატორი ჩვენთვის, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი და მხარი დავუჭიროთ მას მდგრად განვითარებაში. წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას განვითარების გზაზე", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
ინფორმაციისთვის, "ფაბრიკა 1900" 100%-ით ბიოდეგრადირებად, კვლავწარმოებად, უმაღლესი ხარისხის შესაფუთ პროდუქციას აწარმოებს. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ჰყავს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდი. ქართული და უცხოური ბაზრების უკეთ ათვისების მიზნით კომპანიამ თანამედროვე ტიპის გოფრირებული მუყაოს საწარმო და სასაწყობე მეურნეობა გამართა, რის შედეგად გაიზრდება წარმადობა და სამომავლოდ, გადამუშავება წელიწადში 50 000 ტონას მიაღწევს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები