შემდეგი პოდკასტი: FACEBOOK — პრობლემები, უსაფრთხოება და ამბიციები
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ფეისბუქი 2004 წელს დაფუძნდა, დღეს სოციალური მედიის გიგანტს 3 მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს და ის ასობით მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
თუმცა, წარმატებებთან ერთად არსებობს პრობლემები. 4 ოქტომბერს ფეისბუქი და მის მფლობელობაში არსებული ისეთი გიგანტი პლატფორმები, როგორებიცაა Messenger, Instagram და Whatsapp გლობალურად გაითიშა.
ამასთან, არსებობს უსაფრთხოების პრობლემები — ჩნდება შეკითხვა, რამდენად უსაფრთხოა ფეისბუქი და რამდენად დაცულია იქ ჩვენი ინფორმაცია?! პოდკასტში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ როგორც სოციალური მედიის გიგანტის ამბიციებს, ისე პრობლემებსა და უსაფრთხოების ფაქტორებს.
ჩვენი სტუმარი გიორგი იაშვილია, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი.
კომენტარები