იუპიტერს ისევ რაღაც დაეჯახა — ნახეთ ვიდეო
რთულია მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა იყო. ეს ნიშნავს, რომ ასტეროიდების უმეტესობას შენკენ იზიდავ და ამის გამო დედამიწის მცველსაც გეძახიან.
15 ოქტომბერს, იაპონიდან დააფიქსირეს უცნაური ნათება იუპიტერის ატმოსფეროში, პლანეტის ჩრდილოეთ ჰემისფეროში, რომელიც, სავარაუდოდ, იუპიტერს შეჯახებულმა ასტეროიდმა გამოიწვია. დაახლოებით, ერთი თვის წინ იგივე მოვლენა ბრაზილიიდან დააფიქსირეს.
"ჩემთვის ძალიან დიდხნიანი იყო ეს ნათება", — თქვა ტვიტერის მომხმარებელმა @yotsuyubi21-მა Space.com-თან საუბრისას. მან მოვლენა ტელესკოპით Celestron C6 დააფიქსირა.
დაკვირვების შედეგი იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტის ასტრონომების დახმარებით დაადასტურეს, Organized Autotelescopes for Serendipitous Event Survey (OASES) ფარგლებში. პროექტის მიერ გავრცელებული ტვიტის თანახმად, დაკვირვებამ აჩვენა ორი განსხვავებული ტიპის სინათლე — ხილული და ინფრაწითელი, რამაც იუპიტერს მოიისფრო ელფერი შესძინა.
მის მასასთან ასოცირებული დიდი გრავიტაციული ველის გამო, იუპიტერი შეიძლება ითქვას, რომ იზიდავს ასტეროიდებს. მზის სისტემის მომცრო ობიექტები, როგორიც ასტეროიდებია, არსებობას სწორედ პლანეტის ტუურბულენტურ ატმოსფეროში ასრულებენ.
ზოგი კვლევა გვთავაზობს, რომ საშუალოდ თვეში ერთხელ ეჯახება იუპიტერს 45 მეტრის სიდიდის ობიექტი, თუმცა, ამ მოვლენის დაფიქსირებას აქამდე წელიწადში ერთხელ თუ ახერხებდნენ.
კომენტარები