მილიონობით წლის წინ ჩინეთში ძაღლის ზომის მტაცებელი მორიელები არსებობდნენ — კვლევა
ჩინელმა არქეოლოგებმა გიგანტური მორიელის ნაშთები აღმოაჩინეს. კვლევის თანახმად, დიდი ზღვის მორიელები, საშუალო სიდიდის ძაღლის ზომის იყვნენ. როგორც მკვლევრები აცხადებენ, ეს მორიელები ერთ-ერთი მთავარი მტაცებლები იყვნენ, რომლებიც 400 მილიონ წლის წინ სამხრეთ ჩინეთის ზღვის ფსკერზე ბინადრობდნენ.
კვლევა ჟურნალ Science Bulletin- ის 30 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდება.
მტაცებლები დაახლოებით 1 მეტრის სიგრძის იყვნენ. მკვლევრები ნაშთების მიხედვით მიხვდნენ, რომ აღმოჩენა უძველესი ფეხსახსრიანების გვარს ეკუთვნის და ახლანდელი მორიელების წინაპარია. მას ჰქონდა სპეციალური "კიდურები", რომლებიც გაფორმებული იყო კბილების მსგავსი სტრუქტურებით, რასაც ნადირობისას იყენებდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არსება 443 მილიონიდან 419 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
"ისინი კიდურებს მსხვერპლის დასაჭერად იყენებდნენ. ამ გვარის წარმომადგენლებზე ჩვენი ცოდნა მწირია და მომავალში შემდეგი კვლევებიც დაგვჭირდება", — დაწერეს მკვლევარმა ვანგ ჰანმა და პროფესორმა ვანგ ბომ, რომლებიც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ნანჯინგის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის ინსტიტუტიდან არიან.
ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ დანართები და სხეულის ნაწილის ნამარხი აჩვენებს ახალ მტკიცებულებებს "მორფოლოგიური მრავალფეროვნების" კუთხით. შესაბამისად, ასეთი გიგანტური მორიელი წყლის ერთ-ერთი მთავარი მტაცებელი იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ ამ უძველეს პერიოდიდან კიდევ უფრო დიდი მტაცებლები ჯერ არ აღმოუჩენიათ.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები