ჩრდილოეთის ციალმა ამერიკამდე და კანადამდე ჩააღწია — ტვიტერზე ნათების ამსახველი კადრები ვრცელდება
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა გეომაგნიტური შტორმის თაობაზე, რომლის წყალობითაც პოლარული ციალი მისთვის არადამახასიათებელ ადგილებში გავრცელდა.
ასევე იხილეთ: დედამიწას მზის შტორმი მოუახლოვდა — პოლარულ ციალს უჩვეულო ადგილებიდან ხედავენ.
გეომაგნიტური შტორმი შეერთებული შტატების ეროვნულმა ოკეანურმა და ატმოსფერულმა ადმინისტრაციამ (Noaa) დააფიქსირა შაბათს, 2021 წლის 9 ოქტომბერს. მათი ვარაუდით, ნათება 11-12 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო შესამჩნევი ცაზე.
სოციალური მედიის ანგარიშებს თუ დავუჯერებთ, ცაზე სანახაობამ ამერიკის არაერთი შტატი თუ კანადის პროვინცია მოიცვა. ტვიტერზე #AuroraBorealis, #Aurora და #NorthernLights თემსაკვეთებით არაერთი ფოტოსურათი ვრცელდება:
ალბერტა:
"სახლში მივდივარ და ვუყურებ, როგორც ცეკვავს და იცვლის ფერს ჩრდილოეთის ნათება #AuroraBorealis", — წერს მომხმარებელი კანადიდან.
ალასკა:
სიეტლი:
მანიტობა:
ვაშინგტონის შტატი:
ორეგონი:
კანადის პრერიები:
კომენტარები