93-ში ერთხელ უკვე ჩავი*ვით, როცა პირველი პრეზიდენტი გავისტუმრეთ იმ ქვეყნად — ციკოლია
"93-ში ერთხელ უკვე ჩავი*ვით სერიოზულად, როცა პირველი პრეზიდენტი გავისტუმრეთ იმ ქვეყნად. კიდევ ერთი ასეთი შეცდომა არამც თუ რომელიმე ხელისუფალს, არამედ სრულიად საქართველოს და ერს აღარ ეპატიება", — წერს საკუთარ Facebook-ზე დიზაინერი, ზვიად ციკოლია და ასე ეხმაურება ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
"ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დაცინვის ობიექტები. მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემთხვევაში, ვისზეა საუბარი, შევარდნაძეზე, სააკაშვილზე თუ ზურაბიშვილზე. ღირსება უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე და არავის მივცეთ იმის საშუალება, რომ მომავალში აშკარა შეცდომები წამოგვაძახონ და უფრო მეტიც, წინ დაგვახვედრონ. თხოვნით მივმართავ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ნუ გადააყოლებთ საკუთარ ამბიციებს ქვეყნის მომავალს. სჯობს, ერთად დავდგეთ ყველა საერთო მტრის წინააღმდეგ და ერთად ვებრძოლოთ", — წერს ის.
10 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმი განმარტავს, ეს შიმშილობის გამო მოხდა და უჭირს საუბარი და მოძრაობა.
პენიტენციური სამსახური ექიმის განცხადებას გამოეხმაურა და ამტკიცებს, რომ ინფორმაცია იმაზე, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, როგორც მოშიმშილე, სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიხეილ სააკაშვილი 10 დღეა შიმშილობს. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ დაკავებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს.
7 ოქტომბერს სააკაშვილი პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა მოინახულა და გადასცა პატრიარქის თხოვნა, შეეწყვიტა შიმშილობა. მისი თქმით, სააკაშვილი უარზე იყო.
8 ოქტომბერს, სააკაშვილის ადვოკატმა, თქვა, რომ შიმშილობის გამო 12 კილოგრამი დაიკლო. 8 ოქტომბერს პენიტენციულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება. ამას უპასუხა სააკაშვილის ექიმმა და თქვა, რომ საკვებს არ იღებს, წვენი დალია და ფული აღარ აქვს, რომ მეტი წვენი შეიძინოს.
27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.
სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება.
გაიგე მეტი:
- მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს
- სააკაშვილი შიმშილობას იწყებს
- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის დაკავებაზე განმარტებებს ითხოვს
- ელჩი არ არის დაბარებული, შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი — საგარეო სააკაშვილზე
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
კომენტარები