გამომძიებელთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ სერიული მკვლელი "ზოდიაქოს" ვინაობა დაადგინეს
ფოტო: Eric Risberg / AP file
თუ დევიდ ფინჩერის ფილმი Zodiac გინახავთ, აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამოუხსნელი სერიული მკვლელის შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ. "ზოდიაქო" 60-იანი წლებიდან სან-ფრანცისკოს სანაპირო ზოლზე ხალხს ატერორებდა, პოლიციას კი თავისი უცნაური შიფრებითა და წერილებით უბნევდა თავგზას.
ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა, სახელად The Case Breakers, რომელიც პოლიციის 40 ყოფილი გამომძიებლისგან შედგება, განაცხადა, რომ "ზოდიაქოს" მკვლელის ვინაობა დაადგინეს. მათი თქმით, ეს ახლადმოპოვებული საგამოძიებო ექსპერტიზის მტკიცებულებებით, ნივთიერი მტკიცებულებებითა და თვითმხილველთა ჩვენებებით შეძლეს.
გამომძიებელთა ჯგუფი თვლის, რომ "ზოდიაქო" კაცი, სახელად გერი ფრანცის პოუსტია, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა. ჯგუფმა მისი ფირების გასამჟღავნებელი ოთახიდან მტკიცებულების სახით ფოტოებიც წარმოადგინა.
გამოცემა CNN გამომძიებელთა ჯგუფის განცხადების შემდეგ სან-ფრანცისკოს პოლიციასა და FBI-ის დაუკავშირდა. ისინი ჯგუფის განცხადებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ საქმე ჯერჯერობით გახსნილი არაა და საზოგადოებისთვის ახალი ინფორმაცია არ აქვთ.
"ზოდიაქომ" 1968 და 1969 წლებში ჩრდილოეთ კალიფორნიაში 5 ადამიანი მოკლა, პარალელურად კი პოლიციასა და გაზეთებს დამცინავ წერილებსა და კრიპტოგრამებს უგზავნიდა. იდუმალ მკვლელს "ზოდიაქო" იმის გამო შეერქვა, რომ მისი კრიპტოგრამები ასტროლოგიურ სიმბოლოებსა და მინიშნებებსაც შეიცავდა.
რა თქმა უნდა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ადამიანები "ზოდიაქოსთან" დაკავშირებული საიდუმლოებების ამოხსნას ცდიან. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს "ზოდიაქოს" მიერ შედგენილი და წლების განმავლობაში ამოუხსნელი წერილი ავსტრალიელმა კომპიუტერულმა ინჟინერმა სემ ბლეიკმა, ამერიკელმა კრიპტოგრაფმა დევიდ ორანჩაკმა და ბელგიელმა კომპიუტერულმა ინჟინერმა იარლ ვანმა გაშიფრეს.
"ზოდიაქოსთან" დაკავშირებულ განცხადებას, რა თქმა უნდა, რეაქციები ტვიტერზეც მოყვა:
"ამ კვირის მოვლენების შემდეგ დევიდ ფინჩერს The Social Network-ისა და Zodiac-ის სიქველების გადაღება მოუწევს"
"რა სიგიჟეა იმის წარმოდგენა, რომ ნამდვილი "ზოდიაქო" შეიძლება 2007 წელს კინოთეატრში Zodiac-ის სანახავად წავიდა"
როგორ განვითარდება "ზოდიაქოსთან" დაკავშირებული მოვლენები, ჯერჯერობით უცნობია. ვინ იცის, იქნებ წლების შემდეგ საიდუმლოს ნათელი მართლაც მოეფინოს და ამის შესახებ დევიდ ფინჩერმა კიდევ ერთი გენიალური ფილმიც გადაიღოს.
ამავე თემაზე:
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები