რომელი ოპოზიციური კანდიდატები ლიდერობენ ცესკოს პირველადი მონაცემებით
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, რამდენიმე ქალაქში მეორე ტური იქნება. ხმების ნაწილი უკვე დათვლილია და გარკვეულ ადგილებზე ოპოზიციური პარტიების კანდიდატები ლიდერობენ.
მაგალითად, ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ანზორ მელიასა და ქართული ოცნების კანდიდატ მამუკა წოწერიას შორის მეორე ტური გაიმართება. ამ ეტაპზე უბნების 46,8%-ია დათვლილია და მელიას ხმების 47,46% აქვს, წოწერიას — 40,62%.
ბათუმშიც, სადაც ამ წუთის მონაცემებით, უბნების 36,2%-ია დათვლილი, ხმათა 42,60% აქვს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გიორგი კირთაძეს, ხოლო არჩილ ჩიქოვანს 41,07%.
ასევე დათვლილია უბნების 43,55% ქუთაისში. პირველადი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ხატია დეკანოიძეს 43,84% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს — 41,53%.
რაც შეეხება წალენჯიხას, აქ დათვლილია უბნების 82,8% და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს გიორგი ხარჩილავას მიღებული აქვს ხმათა 41,02%, მმართველი პარტიის კანდიდატს, გოგა გულორდავას — 37,17%.
- ცესკოს პირველადი მონაცემებით, თბილისში მეორე ტური იქნება
- ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ 48% მიიღო, მინიმუმ 5 ქალაქში კი მე-2 ტური იქნება — ვრცლად
- დათვლილია ხმების 100%: მარნეული, აბაშა და კიდევ რამდენიმე თვითმართველი თემი, სადაც ოცნების კანდიდატები იგებენ
ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაგვიანებით დაიწყო. თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ სურდათ, წინასწარ მონაცემებს აესახა "მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა, რისი შესაძლებლობაც ამ დრომდე ბოლომდე არ იყო".
"მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურდა, რომ წინასწარის წინა მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატიული და ველოდებოდით შემაჯამებელ ოქმებს, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფდა ამ პროპორციების დაცვას. [...] აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდეთ მაქსიმალურად ყველა საარჩევნო ოლქიდან გარკვეული რაოდენობის შემაჯამებელი ოქმების შემოსვლას, ზუსტად იმიტომ, რომ შესაბამისი პროპორციების თანაბრად დაცულობის უზრუნველყოფა შესაძლებელი ყოფილიყო, რომელიც საზოგადოებას, განსაკუთრებით საერთო პროპორციულ ნაწილში გარკვეული სურათის და აღქმის შესაძლებლობას მისცემდა", — განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები