შიმპანზე ადამიანის შექმნილ ნივთს სექს სათამაშოდ იყენებს — ეს ველურ ბუნებაში პირველად დააფიქსირეს
მასტურბაციას ადამიანების გარდა სხვა მრავალ პრიმატშიც ვხვდებით და ამის შესახებ ბევრი ინფორმაციაც გვაქვს. მაგალითად გრძელკუდიანი მაკაკები მასტურბაციისთვის დამხარე ნივთებსაც იყენებენ, რასაც ადამიანები სექს სათამაშოებს ვუწოდებთ.
ამჯერად, მკლევრებმა პირველად აღმოაჩინეს შიმპანზე, რომელიც ადამიანის მიერ დამზადებულ ნივთს, ამ შემხთხვევაში ბოთლს, მასტურბაციისთვის იყენებს.
ეს ამბავი 2018 წელს, უგანდაში, ბულინდში დააფიქსირეს. ახალგაზრდა შიმპანზე სახელად არაალი თავის პენისს პლასტმასის ბოთლში ყოფდა. მეცნიერებმა მაიმუნი მაშინ შენიშნეს, როდესაც ის ბოთლით ერთობოდა. მეცნიერთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ შიმპანზეს "play face", ანუ ისეთი სახე ჰქონდა, როცა ისინი ბედნიერები არიან და ერთობიან.
"ბოთლის ფიზიკურმა მონაცემებმა არაალში ეროტიკული ინპულსები გამოიწვია, ამიტომ მან ჩათვალა, რომ ბოთლი ამ საქმისთვის გამოდგებოდა. თუ გავითვალისწინებთ მის სახეს ბოთლით მასტურბაციისას, ის ან ერთობოდა, ან სიამოვნებას იღებდა", — ვიგებთ კვლევიდან.
მეცნიერებმა ვერ დაადგინეს მოხდა თუ არა ეაკულაცია ბოთლში. ეს მათ სჭირდებათ რათა გაარკვიონ, რა მიზეზი დგას შიმპანზეებში მასტურბაციის უკან. ისინი არ თვლიან, რომ მაიმუები ამას სპერმის გასაჯანსაღებლად ან სექსუალური მოთხოვნილების დასკმაყოფილებლად აკეთებენ. კვლევა Mahale Wildlife Conservation Society-ში გამოქვეყნდა.
"არაალის ასეთი ქცევა, სავარაუდოდ, ადამიანის მიერ დამზადებული ნივთის შესწალვითაა გამოწვეული, მას თამაში სურდა. მამალ შიმპანზეებში ერექცია ხშირად დგება მაგალითად საკვებით აღფრთოვანების შემთხვევაში ან სოციალური ინტერაქციისას, როდესაც ისინი თამაშობენ", — წერენ მკვლევრები ნაშრომში.
გარეული გიგანტური მაიმუნები, მათ შორის შიმპანზეები, ადამინების მიერ დამზადებულ ნივთებს ერიდებიან, თუმცა არაალის ჯგუფს ადამიანებთან კონტაქტი ხშირად უწევს, სწორედ ამიტომ არაალს ბოთლის არ შეშინებია და მეტიც, მისი შესწავლა გადაწყვიტა. ჩაკეტილ სივრცეებში შიმპანზეები სხვანაირად იქცევიან და მასტურბაციისთვის თავიანთ კიდურებს იყენებენ.
ასეთი დაკვირვებები გვაძლევს საშუალებას უკეთ შევისწავლოთ ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომი პრიმატები.
კომენტარები