საუკეთესო ტუალეტი — SpaceX-ის ტურისტები მოსაქმებისას დედამიწას დაჰყურებენ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
SpaceX-ის ისტორიული მისია, Inspiration4 კოსმოსისაკენ თბილისის დროით 04:02 საათზე აიჭრა. ეს SpaceX-ის პირველი ტურისტული ფრენაა, ეკიპაჟის ოთხივე წევრი უბრალო სამოქალაქო პირია.
როგორც დაგვპირდნენ, ტურისტებისთვის განკუთვნილი მასიური კაფსულიდან თვალწარმტაცი ხედები იშლება. კაფსულამ Crew Dragon-ის ის ნაწილი ჩაანაცვლა, რომელიც საერთაშორისო სადგურზე მისამაგრებლად იყო განკუთვნილი.
SpaceX-მა ვიდეო ტვიტერზე ატვირთა, სადაც ჩანს თუ როგორ ტრიალებს დედამიწა 580 კილომეტრით დაბლა. ხედი ნამდვილად განსაცვიფრებელია, მაგრამ კიდევ უფრო მაგარი ის არის, რომ ეს ხედი ხომალდის ერთადერთი ტუალეტიდანაც იშლება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა საუკეთესო ხედის მქონე ტუალეტი.
მოსაქმებისას ამაზე უკეთესს რას უნდა უყუროთ, ეს ნამდვილად მილიონ დოლარიანი ხედია.
კომენტარები