Apple-მა ახალი Apple Watch Series 7 წარადგინა
Apple Watch Series 7-ზე ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა და რამდენიმე წუთის წინ Apple-მა ის ოფიციალურად წარადგინა. განახლებები ბევრ კომპონენტს შეეხო, თუმცა გავრცელებული ჭორები, რომ ახალი Watch ბრტყელ გვერდებს მიიღებდა, არ გამართლდა, თუმცა, დრამატულადაა გაზრდილი ეკრანის ზომა.
Watch Series 7 1,7მმ-იან ჩარჩოებს მიიღებს, რაც ძალიან პატარაა და ფაქტობრივად შეუმჩენეველი იქნება.
საათის ეკრანი Always-On Display რეჟიმში 70%-ით უფრო კაშკაშა იქნება ვიდრე მისი წინამორბედი.
Apple გვპირდება, რომ საათის ეკრანზე 50%-ით უფრო მეტი ტექსტი გამოჩნდება, ვიდრე Series 6-ში ჩანდა.
საგრძნობლად გაუმჯობესდა საათის გამძლეობაც. Apple Watch Series 7-მა IP6X სერთიფიკატი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში მტვერი არასდროს მოხვდება.
საათის ელემენტი ერთი დატენვით 18 საათი გაძლებს. გარდა ამისა, Series 7-მა ახალი ფერებიც მიიღო.
Apple-მა საათის ფასიც გაგვანდო.
Series 7 $399 ეღირება. ამის ფონზე შეიცვალა წინამორბედი საათების ფასები. Series 3 ამიერიდან 199 დოლარი ეღირება, ხოლო Watch SE-ს ფასი 279 დოლარამდე დაეცემა.
ეს არის მოკლე შეჯამება იმისა, რა ფუნქციებსაც Apple Watch Series 7 მიიღებს და რა შესაძლებლობებსაც მოგცემთ თქვენ.
კომენტარები