ნახეთ ვიდეო: გამომგონებელმა შექმნა მშვილდ-ისარი, რომელიც მიზანს თავისით პოულობს
იუთუბერმა, შეინ ვინგტონმა შექმნა მშვილდი, რომელიც სამიზნეს თავისით პოულობს და მიზანს არასდროს სცდება.
მშვილდი იმდენად დახვეწილია, რომ ვინგტონს სამიზნეზე ყურებაც კი არ სჭირდება — მან ამის სადემონსტრაციოდ ვიდეო ჩაწერა. ვიდეოში ის გვიყვება თუ როგორ შექმნა მშვილდი და შემდგომში მის შესაძლებლობებსაც გვანახებს.
ეს გასაოცარი ქმნილება იდეალური საშუალებაა იმის სადემონსტრაციოდ, თუ რა შეუძლიათ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მცირედ პროგრამირებას.
ვინგტონის არხზე — Stuff Made Here, ბევრ საინტერესო ნამუშევარს იპოვით. ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარი იყო კალათბურთის ფარი, რომელსაც ბურთს ვერ ააცილებთ, რადგან ის თავისით ხვდება სად ისვრით თქვენ და ზუსტ ადგილას ხვდება მას.
მისი ბოლო შემოქმედება სწორედ ეს მშვილდ-ისარი გახდა. საჭიროა მხოლოდ თოკის მოზიდვა და ერთ ღილაკზე დაჭერა, დანარჩენს საქმეს კი მშვილდი თავისით აკეთებს. ის აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც ავტომატურად პოულობენ სამიზნეს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ასეთი სენსორები სამიზნესაც უნდა ქონდეს, რათა მისი მოძრაობა მშვილდმა აღიქვას. როცა მშვილდი სამიზნეს იპოვის, ის გასროლისთვის ზუსტი დროის შერჩევას იწყებს, ამის შემდეგ ლამბი, ანუ მოსაჭიმი თოკი ისარს ავტომატურად ისვრის.
შედეგები მართლაც გასაოცარია, მშვილდს მოძრავი სამიზნის პოვნა და ზუსტად გარტყმაც შეუძლია. მშვილდი ძალიან ზუსტია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ისარს ისარში აჯენს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები