რა საფრთხეს წარმოადგენს პესტიციდების "კოქტეილი" ფუტკრებისთვის
90 კვლევის ანალიზზე დაყრდნობით, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ბაზარზე პოპულარულ პესტიციდების "კოქტეილს" (რამდენიმე პესტიციდის ნარევს) ორჯერ უფრო მეტი ფუტკრის მოკვლა შეუძლია, ერთი სახეობის პესტიციდთან შედარებით. 90-ივე კვლევა ბუნებრივ გარემოში არსებული ზეწოლის ფაქტორების (პესტიციდები, უხარისხო საკვები და ა.შ.) გავლენას აფასებდა.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ეს ინფორმაცია იმის რაოდენობრივად გამოსახატად გამოიყენეს, თუ როგორ მოქმედებს ამ ზეწოლის ფაქტორების სხვადასხვა კომბინაციები დამამტვერიანებელ მწერებზე.
ისინი ასკვნიან, რომ კომერციულ პროდუქტები, რომელთა ფორმულაშიც რამდენიმე ქიმიკატის სახეობა შედის, მათთვის განკუთვნილ რეგულაციებს და ლიცენზიას უნდა დაემქვემდებარონ.
"მრავალი პესტიციდის გამოყენება გამონაკლისი კი არა, უკვე ნორმაა", — უთხრა BBC-ს რადიოს კვლევის ხელმძღვანელმა და ტეხასის უნივერსიტეტის დოქტორმა, ჰარი სივიტერმა.
2016 წლის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პესტიციდებით დაბინძურებული ფუტკრების კოლონიების განადგურების ალბათობა ნაკლებად დაბინძურებულ კოლონიებთან შედარებით ბევრად მაღალია.
"თუ მეთაფლე ფუტკრების კოლონია ორი პესტიციდის გავლენის ქვეშაა, რომელთაგან ერთ პესტიციდს ფუტკრების 10%-ის მოკვლა შეუძლია და მეორეს კი დამატებითი 10%-ის, მაშინ თუ მათი მოქმედების პოტენციალი გაერთიანდება, ფუტკრების 20%-ის განადგურებას უნდა ელოდო", — თქვა დოქტორმა სივიტერმა.
მათ სინერჯისტულ (გამაძლიერებელ) ეფექტს შეიძლება 30-40% სიკვდილიანობა მოჰყვეს შედეგად.
"ზუსტად ეს [სინერჯისტული ეფექტი] აღმოვაჩინეთ, როცა ბუნებრივი ურთიერთქმედებები გამოვიკვლიეთ. ამიტომაც, მართლა უნდა გავითვალისწინოთ ეს ურთიერთქმედებითი კავშირი ქიმიკატებს შორის [კომერციული ფორმულების გამოსაყენებლად ლიცენზიის მინიჭებისას]. ლიცენზიის გაცემის შემდეგ, პესტიციდებზე დაკვირვება წყდება და ჩვენ პოსტ-ლიცენზირების დაკვირვებას ვუჭერთ მხარს. თუ პესტიციდების ნარეევები ფუტკრებს ვნებენ, ეს ზიანი უნდა აღირიცხოს— თქვა დოქტორმა სივიტერმა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები