Intel 7 ნანომეტრიანი ჩიპსეტების წარმოებას დააჩქარებს
Intel-ს საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას, კომპანია ბოლო რამდენიმე წელია თავისი პროცესორებისთვის არქიტექტურის შეცვლას ვერ ახერხებს, თუმცა ეს შესაძლოა სულ მალე შეიცვალოს.
პეტ გელსინგერმა, ინტელის აღმასრულებელმა დირექტორმა, 22 ივლისს, წლის მეორე კვარტლის ანგარიშის მოხსენების დროს განაცხადა, რომ 7 ნანომეტრიანი არქიტექტურა კარგად ვითარდება და კომპანია სულ მალე გაგვაცნობს ახალ ინფორმაციას, თუ როგორ აპირებენ ნახევრგამტართა წარმოების დაჩქარებას.
მოხსენებიდან ისიც გავიგეთ, რომ ინტელისთვის წლის მეორე კვარტალი იმაზე წარმატებული აღმოჩნდა ვიდრე ვარაუდობდნენ. კომპანიის შემოსავალმა 18,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელთან შედარებით 2%-ით მეტია.
ინტელის შემოსავლები გასული რამდენიმე კვარტლის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 10 და 7 ნანომეტრიანი პროცესორების წარმოებას დღემდე ვერ ახერხებენ. ეს ზრდა მეტწილად კორონავირუსითაა გამოწვეული, 2020 წელს მილიონობით ადამიანს დასჭირდა ახალი კომპიუტერებისა და ლეპტოპების ყიდვა, რათა მუშაობა სახლიდანაც შეძლებოდათ.
კომენტარები