12 მესიჯი იმ მეგობრისთვის მისაწერად, ვისაც რთული პერიოდი აქვს
ფოტო: zara magumyan / Dribbble
ზოგჯერ ადვილი სულაც არ არის, მიხვდე, რომ შენს მეგობარს, თუნდაც, საუკეთესოს, რთული პერიოდი აქვს. ასეთ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს ტიპური სახე არ აქვთ, ამიტომ, თუკი ურთიერთობა ნაწილობრივ მაინცაა დისტანციური, იმის გაგება, რომ ციფრული კავშირის მეორე მხარეს ადამიანი არცთუ კარგად გრძნობს თავს, რთულია. რთულ პერიოდში ადამიანები სხვადასხვა ადგილას და ახლობელთან ეძებენ შვებას, მაგრამ, ცხადია, პროფესიონალის ჩანაცვლებას ვერავინ და ვერაფერი შეძლებს.
თუმცა, შენ, როგორც ახლობელს ან, უბრალოდ, ადამიანს, ვისაც ენდობა, შეგიძლია, მეგობარს გამოკეთებაში დაეხმარო. ხშირად ერთი პატარა საჩუქარი ან მესიჯიც კმარა, რომ ბნელი აზრებით მოცულ გონებაში სინათლის სხივი შეიტანოს. შესაძლოა, შენი შეთავაზების ხასიათზე ნამდვილად არ იყოს, მაგრამ იმას მაინც აგრძნობინებ, რომ მასზე ზრუნავ და ამ სიტუაციაში მის გვერდით ხარ.
"თქვენი მეგობარი დიდად დააფასებს თქვენს გაღებულ ძალისხმევას, აგრძნობინოთ, რომ მასზე ფიქრობთ, მაშინაც კი, თუკი საპასუხოდ ვერაფერს იღებთ", — ამბობს ფსიქოთერაპევტი გრეის ჰანტლი.
ამასთან, მეცნიერებაც ადასტურებს, რომ პატარა მესიჯის მიღება ვიღაცისგან დადებით გრძნობებს აღვიძებს. 2017 წლის კვლევის მიხედვით, დღეში ორი გამამხნევებელი მესიჯის მიღება დეპრესიაში მყოფ ადამიანს პრობლემასთან გამკლავებაში დიდად ეხმარება.
თუკი ასეთი მესიჯის გაგზავნას მოისურვებ, არჩევანი დიდია — შესაბამისი ტექსტის შერჩევა კი შენს სურვილსა და მეგობრის ხასიათზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, შეგიძლია, ქვემოთ ჩამოთვლილი 12 მესიჯით მიხვდე, რა ტიპის მხარდაჭერაა საჭირო.
1. "შენზე ვფიქრობდი ახლა"
ფოტო: Tenor
მენტალური პრობლემები არცთუ იშვიათად ადამიანებს საკუთარ თავში ჩაკეტვისკენ უბიძგებს, რის გამოც თავს მარტოსულად გრძნობენ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე პანდემიის პერიოდში გახდა, როცა თვითიზოლაციასა თუ კარანტინში მყოფ პირებს მარტოობასთან გამკლავება მოუხდათ. ჰანტლის თქმით, იმის შეხსენება, რომ მასზე ფიქრობ, ნამდვილად ნუგეშისმომცემი იქნება.
2. "ნახე, ჩემი ლეკვი"
ფოტო: Tenor
თუკი შენს მეგობარს საკუთარ ფიქრებსა და განცდებზე ღიად ლაპარაკი არ სურს, ნებისმიერ პოზიტიურ თემაზე საუბარიც სარგებლიანი იქნება. თუნდაც მხოლოდ ლეკვის საყვარელი ფოტოების გაგზავნა საშუალებას მისცემს, გესაუბროს ყოველგვარი ვალდებულების გარეშე; თანაც, ასე შესაძლოა, ცოტათი მეტიც შეიტყო, როგორ გრძნობს თავს.
3. "როცა გენდომება, შევხვდეთ და ვილაპარაკოთ, როგორ ხარ და რას შვრები"
ფოტო: Teno
ჰანტლის თქმით, ასეთი მესიჯი შენს მეგობარს აჩვენებს, რომ გინდა, მისი მდგომარეობის შესახებ გაიგო. თავში დამატებული "როცა გენდომება" კი წინადადებას იძულების ტონს მოაშორებს და მიახვედრებს, რომ, როცა მზად იქნება, მაშინ შეუძლია გული გადაგიხსნას.
4. "შეიძლება, დაგირეკო?"
ფოტო: Tenor
ეს ალბათ უფრო ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული — ზოგს ტელეფონზე საუბარი სძულს, ზოგს კი კლავიატურაზე თითების კაკუნს პირდაპირ საუბარი ურჩევნია. ყოველ შემთხვევაში, თუკი შეხვედრას ვერ ახერხებ ან თავად არ სურს, სატელეფონო ან ვიდეოზარი შეგიძლია შესთავაზო.
5. "თუ ვინმესთან ყოფნა გინდა, მცალია და გამოვალ. თუ გინდა, ნურც ნურაფერს გავაკეთებთ"
ფოტო: Tenor
ზოგჯერ ადამიანებს არც საუბარი სურთ და არც — არაფრის კეთება, მაგრამ მარტო ყოფნა მაინც არ უნდათ. უხერხული სიჩუმის თავიდან ასარიდებლად, მეგობართან გასვლისას შეგიძლია წიგნი ან დატენილი ტელეფონი გაიყოლო, ან თუკი ეს ენდომება, რამე ფილმს უყუროთ წყნარად, მუსიკას მოუსმინოთ ან სამაგიდო თამაში ითამაშოთ.
6. "რამეში თუ დაგჭირდე, გამაგებინე"
ფოტო: Tenor
როგორც დასაწყისშივე ვახსენეთ, ადამიანები, რომელთაც რთული პერიოდი აქვთ, ხშირად ეძებენ ნუგეშს სხვასთან ურთიერთობაში, თუმცა, არ იციან, ვის მიმართონ. ჰანტლის თქმით, ყოველთვის სასარგებლოა მათთვის იმის შეხსენება, რომ მზად ხარ, ნებისმიერ დროს დაეხმარო.
7. "გკოცნი/გეხვევი"
ფოტო: Tenor
ცოტა ძველმოდურად კი ჟღერს, თუმცა, ამართლებს. შესაძლოა, არავის ნახვა არ სურდეს, მაგრამ სიყვარულის გამოხატვა მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში როდი შეიძლება. ჰანტლის შეფასებით, ვირტუალური კოცნა და ჩახუტება, დაახლოებით, იმავე ემოციას გასცემს, როცა ამის რეალურად გაკეთების შესაძლებლობა არ არსებობს".
8. "15 წუთში პიცა მოვა და დახვდი. შეგერგოს"
ფოტო: Tenor
ჰანტლი ამბობს, რომ პრაქტიკული დანიშნულების მქონე რამის, თუნდაც სასუსნავის გაგზავნა მეგობრისათვის მზრუნველობის გამოხატვის კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა. პიცა, ლობიანი, შაურმა — ნებისმიერი რამ, რაც იცი, რომ უყვარს, ხასიათს ან ცუდ დღეს ოდნავ მაინც გამოუკეთებს, მიუხედავად იმისა, შია თუ არა.
9. "შეგიძლია, არ მიპასუხო, მაგრამ მინდოდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში"
ფოტო: Tenor
ცხოვრების რთულ ეპიზოდებში ადამიანების თვითშეფასება ეცემა და ისინი თავს ხშირად გრძნობენ უსარგებლოდ. ამდენად, საჭიროა, არა მხოლოდ შენი გვერდში დგომა აგრძნობინო მეგობარს, არამედ ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი უკავია შენს ცხოვრებაში მას. ეს ერთგვარი მადლიერების გამოხატვაცაა, რასაც, ალბათ უკვე გეცოდინება, რომ ორმაგი სარგებელი მოაქვს.
10. "მინდოდა, მეთქვა, როგორი კარგი მეგობარი ხარ"
ფოტო: Tenor
წინა მესიჯის მსგავსად, ეს ტექსტიც თვითშეფასების ამაღლებას ისახავს მიზნად. მით უმეტეს, როცა შენთან შეხვედრასა და საუბარზე უარს ამბობს, შესაძლოა, იმის შეგრძნებაც გაუჩნდეს, რომ ისეთივე მეგობრობას ვერ გიწევს, როგორსაც შენ — მას.
11. "უი, ეს გახსოვს? რა მაგარი დღე იყო?!"
ფოტო: Tenor
მოგონებების გახსენებას არაფერი სჯობს, მით უმეტეს, როცა თავსგადახდენილი უსიამოვნების შემდეგ სასიამოვნო განცდების გახსენება გვსურს. ამიტომ, ტელეფონის ფოტობიბლიოთეკაში ან ძველ ჩატებში კარგად დავიწყებულ ფოტოებს ან თუნდაც სქრინებს თუ მოძებნი და გაუგზავნი, იმასაც შეახსენებ, როგორ მხიარულობდით ერთად.
12. "მიყვარხარ"
ფოტო: Tenor
ჰანტლის თქმით, ზოგჯერ მარტივი გენიალურია. ამდენად, უბრალო ერთსიტყვიანი ფრაზაც კმარა შენი მხარდაჭერის გამოსახატავად. მხოლოდ ის ნუ გაგიკვირდება, თუკი პასუხად "ვიცის" ან "მადლობას" მიიღებ. ხდება ხოლმე.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები