მედიის პროტესტის მეშვიდე დღე — ფოტორეპორტაჟი აქციიდან
ძალადობრივ კონტრაქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან უკვე მეშვიდე დღე გავიდა და მედიის წარმომადგენლებიც უკვე მეშვიდე დღეა ითხოვენ ამ საქმეზე მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას. მართალია, მედიის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი კონტრაქციის პროტესტი მეორე დღესვე, ანუ 6 ივლისს დაიწყო და რამდენიმე აქციაც გაიმართა მთავრობის კანცელარიასთან, თუმცა პროტესტმა აქტიური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
7 საპროტესტო დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისეთი უპრეცენდენტო შემთხვევის ფონზე, როგორიც მედიის მხრიდან ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნაა, არათუ ვითარების განმუხტვა სცადეს, არამედ რამდენიმე მედიას ფაქტობრივად ბოიკოტი გამოუცხადეს და პრემიერმინისტრის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.
გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ხალხი, რომელიც მედიას სოლიდარობას უცხადებს და ნაცემი ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ პროტესტს უერთდება.
ტრადიციულად, რუსთაველზე შეიკრიბა დიდიც, პატარაც, ყველა, ვისაც უკეთეს ქვეყანაში სურს ცხოვრება.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე დიდი ბანერი გაშალეს წარწერით — WE ARE EUROPE (ჩვენ ვართ ევროპა).
როგორც ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ ახსნა ეს არის პასუხი ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნაზე.
აქციის მონაწილეები ბანერების საშუალებით ცდილობდნენ საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას.
აქვე, უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ის ფაქტი, რომ ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეების მიერ დატოვებული ჯვარი ისევ ადგილზეა, რუსთაველზე, პარლამენტთან.
კომენტარები