უიშვიათეს მეტეორიტს, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც მზის სისტემა, ოფიციალური კლასიფიკაცია მიენიჭა
რამდენიმე თვის წინ, ქალაქი ვინჩკომბის თავზე, დიდ ბრიტანეთში, მოძრავი მეტეორიტი დააფიქსირეს. ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, რომელიც მეტეორიტს ასახავდა. მოგვიანებით კი, მეტეორიტის ფრაგმენტებიც იპოვეს. როგორც ჩანს, ეს მართლაც მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.
ახლახანს, Meteorical Society-მ მეტეორიტის ოფიციალური კლასიფიკაცია დაადასტურა. ის მიგეის მსგავსი მეტეორიტია, რომელიც კარბონატული ქონდრიტების (CM) ჯგუფს მიეკუთვნება. ვინჩკომბის მეტეორი წარმოადგენს მეტეორიტების ერთ-ერთ უიშვიათესს სახეობას. საგულისხმოა ფაქტი, რომ მხოლოდ 15 სხვა ასეთი CM მეტეოირიტის დაცემაა აღმოჩენილი.
თავდაპირველი კვლევიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მეტეორიტი იმდენ ხანს არსებობს რამდენსაც მზის სისტემა. აქედან გამომდინარე, ამ მეტეორიტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს 4.5 მილიარდი წლის წინდელ დედამიწაზე.
"თავდაპირველი ანალიზით, მეცნიერები ადასტურებენ, რომ ვინჩკომბის მეტეორიტი სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს. მეტეორიტის დაცემიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, მის დაზიანებამდე შესწავლისას ჩვენ მართლაც მზის სისტემის ინგრედიენტებს ვეხებით და ვიკვლევთ როგორ შეიძლებოდა მათი ურთიერთქმედების შედეგად დედამიწა შექმნილიყო," — განაცხადა დოქტორმა ქუინი ჩანმა London-ის უნივერსიტეტიდან.
კარბონატული ქონდრიტი ძალიან იშვიათი მეტეორის სახეობაა. ასტეროიდები რაიგუ და ბენუ, რომლებიც ცოტა ხნის წინ კოსმოსურმა ხომალდებმა — Japanese Space Agency (JAXA)-ს Hayabusa-2 და NASA-ს OSIRIS-REx — გამოიკვლიეს, ამ ტიპის მეტეორიტებიდან არიან წარმოშობილები. ამ ორი კომსოსური ხომალდის რაიგუზე და ბენუზე გაგზავნის მიზანიც მზის სისტემის წარმოქმნაზე მეტის გაგება იყო. ვინჩკომბის მეტეორიტის ანალიზმა შეიძლება ამ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემატოს.
"ვინჩკომბის მეტეორზე მუშაობა ასრულებული ოცნებასავითაა. ბევრი ჩვენთაგანი ამ უიშვიათესი მეტეორიტის სახეობის კვლევას ვუთმობთ ჩვენს მთელ კარიერას. ეს მეტეორიტი შესანიშნავი შესაძლებლობაა დიდი ბრიტანეთის პლანეტალური მეცნიერების საზოგადოებისთვის," — ამბობს დოქტორი ლუკ დეილი გლასგოს უნივერსიტეტიდან.
"ვინჩკომბის მეტეორიტი წყლის შემცველ მინერალებს შეიცავს. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ უფრო დიდი ასტეროიდი, რომლის ნაწილი ოდესღაც ეს მეტეორიტი იყო, წყალს შეიცავს," — თქვა დოქტორმა ჰელენა ბეიტსმა ლონდონის Natural History Museum-დან.
მეცნიერების თქმით, ეს მეტეორი მათ მზის სისტემის უკეთ შესწავლაში დაეხმარება.
კომენტარები