CDC-ის ცნობით, აშშ-ში საშიში ბაქტერია ვრცელდება
იშვიათი, მაგრამ მომაკვდინებელი დაავადება.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) ამ კვირას განაცხადა, რომ დაფიქსირდა იშვიათი, მაგრამ მომაკვდინებელი ბაქტერიული ინფექციის შემთხვევები, ამერიკის შეერთებულ შტატებში და გვაფრთხილებს, რომ შეიძლება მეტად გავრცელდეს.
"CDC იკვლევს მელიოდიოზის (Burkholderia pseudomallei ) სამ შემთხვევას კანზასში, მინესოტასა და ტეხასში", — ვკითხულობთ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში.
პაციენტებიდან ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი იყო. პირველი შემთხვევა 2021 წლის მარტში დაფიქსირდა და ფატალურად დასრულდა. შემდეგი ორი კი მაისში დაფიქსირდა. ერთი პაციენტი ჰოსპიტალიზირებულია, ხოლო მეორე მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.
აღსანიშნავია, რომ სამიდან არცერთი პაციენტი არასდროს ყოფილა ქვეყნის გარეთ. თუმცა, სააგენტო ამბობს, რომ სამივე სავარაუდოდ მსგავსი წყაროდან, შემოტანილი საკვებიდან ან ცხოველებისგან დაავადდა.
დაავადების ძირითადი სიმპტომებია ხველა, სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა, სისუსტე, პირღებინება, ციებ-ცხელება და გამონაყარი ტანზე, მუცელზე და სახეზე.
Health.com იუწყება, რომ მელიოდიოზის ბაქტერია ბინადრობს ტროპიკული კლიმატის მქონე ადგილებში, როგორიცაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ჩრდილოეთ ავსტრალია. დაავადება შესაძლოა დაბინძურებულ მიწასთან, წყალთან და საჭმელთან პირდაპირი კონტაქტით გავრცელდეს. CDC აცხადებს, რომ ბაქტერიას შეგვიძლია ანტიბიოტიკებით ვუმკურნალოთ, მკურნალობას კი 2-დან 8 კვირამდე შეიძლება დასჭირდეს.
"თუ გაქვს მელიოდიოზის სიმპტომები, განსაკუთრებით წყალთან ან ნიადაგთან კავშირის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს", — განუცხადა პროფესორმა რიჩარდ ვოტკინსმა, Health.com-ს.
კომენტარები