ქართული მედიის წარმომადგენლების განცხადება რუსთავი2–ის საქმეზე
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია რუსთავი2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ვთვლით, რომ ამ ტელეკომპანიის საქმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე. სამწუხაროდ, ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა. რუსთავი 2-ის სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლომ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც თავისი არსით საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამასთან, მოცულობითია. ქართული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ და სხვა ფაქტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია რუსთავი2–ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ შთაბეჭდილების ფონზე, მოხარულები ვართ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა რუსთავი 2–ის საქმეს და დროებით შეაჩერა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. იმედს ვიტოვებთ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას შესაძლებლობა ექნება, ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე, გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2 -ის საქმეზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რადგანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობად ხელში ჩაიგდოს ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკული არხი. ვფიქრობთ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ კონსენსუსს ამ საკითხზე ევროპის სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობის გამო.
მედია პლურალიზმი ამჟამად საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის პარალელურად, ქვეყანაში დისკუსიის საგანია საზოგადოებრივი მაუწყებელის მომავალი. მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან არსებული ეჭვების ფონზე, ახალმა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა მაუწყებლის განვითარების გეგმა, რომელიც ყველა გადაცემის დახურვას ითვალისწინებს 2018 წლამდე. ამ ფონზე ქვეყნის მთავარ, ყველაზე რეიტინგულ, მთავრობისგან დამოუკიდებელი არხის მფლობელის შეცვლამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მიუკერძოებელ ინფორმაციასა და მრავალფეროვან მოსაზრებებზე".
განცხადებას ხელს აწერენ:
- ნინო ჯანგირაშვილი – ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი;
- მამუკა ღლონტი – რადიო მაესტროს დირექტორი, შპს სტუდია მაესტროს ერთ–ერთი მფლობელი;
- ილია კიკაბიძე – შპს ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი;
- ლიკა ბასილაია – ვებპორტალი “ევროპა საქართველოსთვის“;
- დიანა ტრაპაიძე – ტელეკომპანია “პირველის“ ჟურნალისტი, გადაცემა “დღის ამბების“ წამყვანი;
- ირაკლი ტაბლიაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, გადაცემა “ვექტორის“ თანაწამყვანი;
- გიორგი ისაკაძე – ფონდი ბიზნესმედია საქართველო, გადაცემების: საქმიანი დილა, ანალიტიკა, ბიზნესკონტრაქტი, ქალების ნარატივის ავტორი;
- მერაბ მეტრეველი – ჟურნალისტი;
- ია ბობოხიძე – საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე;
- ნესტან ცეცხლაძე – ნეტგაზეთის მთავარი რედაქტორი;
- ეთერ თურაძე – ჟურნალ ბათუმელების მთავარი რედაქტორი;
- თაზო კუპრეიშვილი – საინფორმაციო პორტალ On.ge-ს მთავარი რედაქტორი;
- გენადი უჩუმბეგაშვილი – ინტერნიუს – საქართველო;
- გვანცა ფიფია – სააგენტო აქცენტის დირექტორი;
- სოფო ჩხაიძე – გაზეთ 24 საათის მთავარი რედაქტორი;
- მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;
- მაია ჭალაგანიძე – გაზეთ WEEKEND–ის მთავარი რედაქტორი;
- პაატა ვეშაპიძე – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;
- ნინია კაკაბაძე – ბლოგერი;
- ირაკლი მანაგაძე – ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსის მთავარი რედაქტორ;
- მაკა ჯახუა – ასოციაცია მწვანე ტალღა;
- რამაზ სამხარაძე – საქართველის რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის თავმჯდომარე, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის (რადიოები თბილისისა და ჰერეთის) დირექტორი და დამფუძნებელი;
- გელა მთივლიშვილი . საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი;
- ეკა ალფაიძე – დამოუკიდებელი ჟურნალისტი;
- თამარ ჩერგოლეიშვილი – ტაბულას დირექტორი;
- ეკა შინდაგორიძე – სააგენტო ნიუპოსტის მთავარი რედაქტორი;
- ნინო ჭელიძე – სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის დირექტორი;
- რომან ქევხიშვილი – დამოუკიდებელი ჟურნალისტი;
- რაულ ქირია ახალი ამბების სააგენტო FRONT NEWS;
- ზვიად ფოჩხუა – საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტი;
- ეკა ჯანაშია – ჟურნალისტი;
- პირველი რადიო;
- სალომე აჩბა – მედიაჩეკერის მთავარი რედაქტორი;
- ახალი ამბების სააგენტო timer.ge;
- მარგარიტა ახვლედიანი - JAMnews;
- ინგა გრიგოლია – ტელეკომპანია პირველი;
- დავით კანდელაკი საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო;
- ელისო კილაძე – გაზეთი ქრონიკა +;
- ლევან ჭითანავა – Business Time Georgia;
- რამაზ ხატიაშვილი - ჟურნალისტი;
- ემზარ გოგუაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო;
- დავით მჭედლიძე - Media.Ge, რედაქტორი;
- ნათია კობერიძე - IPI Georgia;
- ირაკლი მაჩიტაძე – რადიოკომპანია ძველი ქალაქის დირექტორი;
- ქეთი ბერძენიშვილი – რადიოკომპანია ძველი ქალაქის პროგრამების დირექტორი;
- მაია მამულაშვილი – კახეთის ხმა;
- კობა ვასაძე – საინფორმაციო სააგენტო Times News;
- თელარა გელანტია – ბიზნესკონტრაქტის ჟურნალისტი;
- თეა თუაშვილი – ამერიკის ხმის ნიუ-იორკის ქართული ბიურო;
- თეა იოსელიანი – "გურიის მოამბის" რედაქტორი;
- გიორგი სირაძე – "გურიის მოამბის" ჟურნალისტი;
- ვლადიმერ მენაბდე – "გურიის მოამბის" გამომცემელი;
- თეონა ჭალიძე – სტუდენტური საინფორმაციო სააგენტო editori.ge–ს რედაქტორი;
- ნინო ივანიშვილი – ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, GIPA;
- თამუნა ქემერტელიძე - ბიზნესკონტრაქტის/ ანალიტიკას და "ქალების ნარატივის" პროდიუსერი;
- ელენე კვანჭილაშვილი - ბიზნესკონტრაქტის წამყვანი;
- მაია მამულაშვილი – ტელეკომპანია კავკასია, თოქ–შოუ “ბარიერის“ წამყვანი;
- მაკა ჯანაშია – საინფორმაციო სააგენტო INFONET, მთავარი რედაქტორი;
- ალექსანდრე ცნობილაძე – სილკ ტვ;
- მაგდა კლდიაშვილი – სპორტული ჟურნალისტი, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი;
- ია მერკვილაძე, – Netgazeti.ge–ის ბლოგერი, ნიუ იორკი;
- კამილა მამედოვა – სათემო რადიო "მარნეული";
- ქეთი მსხილაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი;
- გია სურმანიძე – ტვ 25–ის დამფუძნებელი;
- რუსუდან ნიკურაძე – ჟურნალისტი;
- ნათია ზოიძე – ჟურნალისტი;
- ეკა ლემონჯავა – ჟურნალ სარკის ჟურნალისტი;
- ლალი ხუბულავა – ტელეკომპანია "ლტვ", დირექტორი;
- თიკო ცომაია – ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, GIPA;
- ბადრი ნანეტაშვილი – ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთის” დამფუძნებელი;
- მამუკა ყუფარძე – სტუდია რეს ხელმძღვანელი;
- ნინო გელაშვილი – სტუდია რე;
- თამარ კაპანაძე – გაზეთ "სპექტრის“ ჟურნალისტი;
- მარინა პეტრიაშვილი – გაზეთ "სპექტრის ჟურნალისტი;
- მაია ყალაბეგაშვილი – გაზეთ "სპექტრის" დამფუძნებელი და დირექტორი;
- ნატალია ბარბაქაძე – გაზეთ "სპექტრის" რედაქტორი;
- მაია ფურცელაძე – გაზეთ "ვერსიის" გამომცემელი;
- შავლეგ გეგეჭკორი – საზოგადოებრივი რადიოს წამყვანი;
- ვანო პავლიაშვილი – გაზეთ ქართული სიტყვის რედაქტორის მოადგილე;
- თაკო ჩარკვიანი – პუბლიცისტი;
- ლაშა ბერულავა – რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვებპორტალ allmedia.ge-ს რედაქტორი;
- ლელა ინასარიძე – "სამხრეთის კარიბჭეს" დირექტორი;
- გიორგი კაპანაძე – კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი;
- მირიან ბოქოლიშვილი – გაზეთ "პრაიმტაიმის" ჟურნალისტი;
- თამარ ფხაკაძე – გაზეთ "პრაიმტაიმის" დამფუძნებელი;
- სატელევიზიო ქსელი TVnet;
- ლაშა ტუღუში – გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი;
- თორნიკე ზურაბაშვილი – civil.ge-ს მთავარი რედაქტორი;
- გენო ჯოხაძე – ინტერნეტგაზეთ მეტრონომის მთავარი რედაქტორი;
- თამარ გეგიძე – საინფორამციო სააგენტო არილი TV-ს რედაქტორი;
- ლიკა ზაკაშვილი – ვებგვერდ ლიბერალის რედაქტორი;
- მაკა რაზმაძე – ჟურნალისტი. ტელეწამყვანი;
- საინფორმაციო პორტალი "სამხრეთის კარიბჭე"
- მედია ჯგუფი "სტარვიზია". გენერალური პროდიუსერი ეგორ კუროპტევი;
- თორნიკე დევაძე – ბლოგერი;
- მანანა ელიაშვილი – პროდიუსერი, ტვ პირველი.
აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერა შეუძლია ნებისმიერ ჟურნალისტს, სია პერიოდულად განახლდება.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები