Visa-მ განაცხადა, რომ Tink-ის შეძენას აპირებს და მასში 2,15 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ცნობისთვის, Tink წამყვანი ფინტექ სტარტაპია ევროპაში, რომელიც ორიენტირებულია ღია ბანკინგის გამოყენებით პროგრამების ინტერფეისებზე (API).

რამდენიმე თვის წინ Visa-მ უარი თქვა Plaid-ის შეძენაზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფინტექ სტარტაპზე, რომელიც ასევე ღია ბანკინგთან არის დაკავშირებული. თავდაპირველად, Visa აპირებდა 5,3 მილიარდი დოლარის დახარჯვას ამერიკული სტარტაპის შესაძენად. თუმცა, კომპანიამ მარეგულირებლების დიდი ყურადღება მიიქცია და Visa საქმეს ჩამოშორდა.

თავის მხრივ, Tink გვთავაზობს ერთ საერთო API-ს, რათა მომხმარებელმა საბანკო ანგარიშებთან დაკავშირება საკუთარი აპლიკაციებით და სერვისებით შეძლონ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გადახდების სერვისის დირექტივის მიხედვით, ახლა ბანკებმა და საფინანსო ინსტიტუტებმა ყველას უნდა შესთავაზონ ღია საბანკო ინტერფეისი, მაინც არ არსებობს ერთიანი სტანდარტი. ამის ფონზე აღსანიშნავია, რომ Tink ინტეგრირებულია 3 400 ბანკთან და საფინანსო ინსტიტუტთან.

ასევე, 300 ბანკი და ფინტექ სტარტაპი იყენებს Tink-ის API-ს მესამე მხარის საბანკო ინფორმაციაზე წვდომისთვის. კლიენტებს შორისაა PayPal, BNP Paribas, American Express და Lydia. საერთო ჯამში, Tink 250 მილიონ ბანკის მომხმარებელს ემსახურება მთელს ევროპაში.

Tink შვედეთში, ქალაქ სტოკჰოლმშია განთავსებული და ის იქვე დარჩება. Visa გეგმავს ბრენდისა და მენეჯმენტის გუნდის შენარჩუნებას.

Crunchbase-ის მონაცემების თანახმად, Tink-მა 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობით, როგორცაა Dawn Capital, Eurazeo, HMI Capital, Insight Partners, PayPal Ventures, Creades, Heartcore Capital და სხვები.

"ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით რათა Tink ევროპაში წამყვან ღია საბანკო პლატფორმად ჩამოგვეყალიბებინა. ახლა ძალიან ვამაყობთ იმით, რაც მთელმა გუნდმა ერთად შევძელით. Visa-ში გაწევრიანებით, ჩვენ უფრო სწრაფად წავალთ წინ და კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ. Visa ამისთვის იდეალური პარტნიორია და ჩვენ ამით ბედნიერები ვართ", — თქვა Tink-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დენიელ კილეენმა.

თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.