კონკურსი დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესაქმნელად 29 ივნისს დაიწყება
USAID-ის, Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობის ფარგლებში, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კონკურსი გამოცხადდა, რომლის საპრიზო ფონდი $42,500-მდეა.
დეზინფორმაცია ციფრული ერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა და მას ინფორმაციული სივრცის, პოლიტიკური დღისწესრიგის ცვლილება და, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი აზრის კონტროლი შეუძლია.
კონკურსის ფარგლებში, ჟიურის წევრები გამოავლენენ გამარჯვებულებს, რომლებსაც დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შეთავაზება შეუძლიათ.
"ქართულ საინფორმაციო გარემოს საფრთხეს უქმნის არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოების გაყოფის და ქვეყნის შესუსტების მიზნით. ინფორმაციით მანიპულაცია რუსეთის "ჰიბრიდული ომის" მნიშვნელოვანი ელემენტია. The Georgian Information Integrity Program-ის მიზანია იბრძოლოს ამის წინააღმდეგ საზოგადოების გაძლიერების გზით. ჩვენ შევკრიბავთ ქვეყნის ტალანტს ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით, რათა დავიცვათ საქართველო დეზინფომრაციისგან", — მიხეილ ბენიძე Georgia Information Integrity Program-ის უფროსი.
კონკურსი 29 ივნისს 19:25 სთ-ზე, შემდეგი სპიკერების მასტერკლასით გაიხსნება. ღონისძიებაზე დასასწრებად ეს ბმული შეგიძლიათ გამოიყენოთ. სპიკერები კი იქნებიან:
ნარინე ხაჩატრიანი – Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი. ის ეხმარება ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში გამოძიებაში. ის ისაუბრებს როგორ იყენებენ Bellingcat-ში ტექნოლოგიებს საგამოძიებო საქმიანობაში.
ალისტერ კოლემანი – BBC Monitoring-ის წამყვანი ჟურნალისტი. ის არის დისინფორმაციის სპეციალისტი, მას არაერთი ნაშრომი აქვს როგორც ამ თემაზე, ასევე ტერორიზმზე, კიბერუსაფრთხოებაზე, კონსპირაციის თეორიაზე და კოვიდთან დაკავშირებულ ანტი-ვაქსერების საკითხზე.
ბათუ ქუთელია – ყოფილი ელჩი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო თავდაცვის სისტემასთან, დაზვერვასთან და საგარეო საქმიანობასთან. შესაბამისად, ის გაგვიზიარებს ინფორმაციას
ნინო რიჟამაძე – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას წარმომადგენელი. ის ისაუბრებს, თუ როგორ იყენებენ ტექნოლოგიებს, რათა არჩევნების დროს არ მოხდეს ამომრჩეველზე გავლენა დეზინფორმაციის საშუალებით.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების გახსნის დღის შემდეგ იქნება ცნობილი.
კომენტარები