Cyberpunk 2077 PlayStation Store-ში დაბრუნდა, თუმცა PS4-ზე მისი ყიდვა რეკომენდირებული ისევ არ არის
როგორც მოსალოდნელი იყო, Cyberpunk 2077 Sony-ს Playstation Store-ში დღეს, წაშლიდან ექვსი თვის შედმეგ, დაბრუნდება. თუმცა, თამაშის დეველოპერები PS4-ის მფლობელებს ისევ აფრთხილებენ.
"ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ თამაშის სტაბილურობა თითოეულ პლატფორმაზე, თუმცა PS4-ზე მას შეიძლება კიდევ ქონდეს გარკვეული ხარვეზები. PS4 Pro-სა და PS5-ის ვერსიები მოგცემთ თამაშის საუკეთესო გამოცდილებას" — განაცხადა CD Projekt Red-მა თავის ტვიტში
გაფრთხილებას სონის საიტზეც ვხვდებით — "თამაშის ყიდვა PS4 პლატფორმისთვის რეკომენდირებული არ არის. იმისათვის რომ თამაშისგან საუკეთესო გამოცდილება მიიღოთ, ითამაშეთ PS4 Pro-სა და PS5-ზე."
Cyberpunk 2077 დეკემბერში გამოვიდა და მას უამრავი პრობლემა აღმოაჩნდა, თამაში PS4-სა და Xbox One-ზე ფაქტობრივად არ მუშაობდა. ბაგები და პრობლემები თამაშს ყველა პლატფორმაზე აღენიშნებოდა, თუმცა ამ ორ კონკრეტულ კონსოლზე მისი თამაში შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ სონიმ ის თავისი მაღაზიიდან მთლიანად ამოიღო და დღემდე მისი ყიდვა Playstation Store-ში შეუძლებელი იყო.
კომენტარები