ინგლისში მსოფლიოში ყველაზე ღრმა საცურაო აუზი გაიხსნება, რომელსაც ასტრონავტები გამოიყენებენ
ინგლისში მსოფლიოში ყველაზე დიდი და ღრმა დახურული ბასეინი გაიხსნება, რომლის ღირებულებაც 212 მილიონი დოლარია. აუზი, რომელზეც Blue Abyss მუშაობს, საშუალებას მისცემს მეცნიერებსა და ინჟინრებს შეამოწმონ უახლესი წყალქვეშა ტექნოლოგიები. ეს ხელს შეუწყობს წყალქვეშა რობოტიკის განვითარებას და ასტრონავტების მომზადებასაც კი, ნათქვამია პრესრელიზში.
მოცულობით მას 17 ოლიმპიური აუზის დატევა შეეძლება. მისი სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 40 მეტრი იქნება. რაც შეეხება აუზის სიღრმეს მასში 16 მეტრი სიგანის მქონე გრძელი წყალქვეშა ჩასასვლელი მოეწყობა, რომლის სიღრმეც 50 მეტრს შეადგენს. ეს გიგანტური აუზი კორნუალის საგრაფოს ჩრდილოეთ სანაპიროზე მოეწყობა.
"ეს იქნება გლობალური და უნიკალური სივრცე, რომელსაც გამოყენების ფართო სპექტრი ექნება. Blue Abyss იქნება უზარმაზარი კვლევითი აქტივი კოსმოსური, საზღვაო ენერგიის, წყალქვეშა რობოტიკის, ადამიანის ფიზიოლოგიის, თავდაცვის, დასვენების და საზღვაო ინდუსტრიებისთვის. ამასთან, ის მნიშვნელოვან განათლების პლატფორმადაც იქცევა ბავშვებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის," — თქვა ჯონ ვიკერსმა, მყვინთავების ყოფილმა ინსტრუქტორმა. პროექტი მისი და ბრიტანელი ასტრონავტის, ტიმ პიკის დაპროექტებულია.
მთლიანობაში ეს მეცნიერებს ექსტრემალური გარემოს სიმულირების საშუალებას მისცემს, რასაც ასტრონავტებიც აქტიურად გამოიყენებენ. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას წყალქვეშა რობოტული ხომალდების, მინი წყალქვეშა ნავებისა და ოფშორული ქარის ტურბინის დანადგარების შესამოწმებლად
პროექტის განხორციელებას დაახლოებით 18 თვე დასჭირდება და ის 2023 წელს გაიხსნება.
კომენტარები