საქართველოში ჩინური წარმოების კიდევ ერთი ვაქცინა — სინოვაკი შემოვიდა. აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პროცესს ახლა გადის. პარალელურად კი, აქტუალურია კითხვები — საქართველოს გარდა, კიდევ რომელ ქვეყნებში გამოიყენება სინოვაკი და მსოფლიოში მისი რამდენი დოზაა გაყიდული?

NEXT.On.ge, UNDP Georgia-სთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) და "ფორსეტთან" ერთად ვუერთდებით ვაქცინაციის კამპანიას და ქვემოთ, ინფოგრაფიკის სახით გთავაზობთ ზემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხებს.