ნახეთ: სფერული UFO ოკეანის თავზე დაფრინავს, შემდეგ კი უჩინარდება
აშშ-ს საზღვაო ძალების მიერ გადაღებულ ვიდეოში უცნობი მფინავი ობიექტი ჩანს, რომელიც ჯერ ჰაერში მოძრაობს, შემდეგ კი ოკეანეში უჩინარდება. ამ ობიექტის შესახებ ამჟამად ცოტა ინფორმაცია არსებობს, თუმცა პენტაგონმა დაადასტურა, რომ ეს კადრები ავთენტურია და ახლა, UFO დოკუმენტალისტებმა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს.
"აშშ-ს საზღვაო ძალებმა ფოტო და ვიდეო გადაუღეს სფერული ფორმის უცნობ მფრინავ ობიექტს — განვითარებულ არაამქვეყნიურ ტრანსპორტს. გთავაზობთ მის ამსახველ კადრებს", — წერს კინორეჟისორი ჯერემი კორბელი თავის ვებგვერდზე.
ასევე იხილეთ: ილონ მასკს უცხოპლანეტელების წინააღმდეგ საინტერესო არგუმენტი აქვს
კორბელის მიხედვით, ვიდეო 2 წლის წინ, 2019 წელსაა გადაღებული, თუმცა მან ეს კადრები მხოლოდ წელს, 14 მაისს გამოაქვეყნა. სავარაუდოდ, ობიექტი USS Omaha საბრძოლო საინფორმაციო ცენტრიდან გადაიღეს მაშინ, როდესაც სან დიეგოს სანაპიროებთან დაცურავდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო მოკლეა, აშკარად ჩანს, რომ ეს ობიექტი თავისუფლად გადაადგილდება ჰაერშიც და წყალშიც. რადარით გადაღებული სურათების საფუძველზე ფიქრობენ, რომ ობიექტის დიამეტრი სულ 2 მეტრია. თუმცა, იგი ჰაერში საკმაოდ სწრაფად — 254 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. წყალში გაუჩინარებიდან მალევე განაგრძეს მისი ძებნა წყალქვეშა ნავით, თუმცა უშედეგოდ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად დედამიწაზე არ არსებობს ტრანსპორტი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე შეუძლია ჰაერში გადაადგილება და, შემდეგ, მოძრაობის წყალში გაგრძელება. 1990-იან წლებში ცდილობდნენ მფრინავი წყალქვეშა ნავის შექმნას, თუმცა მეცნიერები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, რის გამოც ამ იდეამ არ იმუშავა. 2008 წელს აშშ ემზადებოდა კონტრაქტის გასაფორმებლად მფრინავ წყალქვეშა ტრანსპორტზე, მაგრამ, როგორც ჩანს, კონტრაქტი არასდროს განხორციელებულა.
კომენტარები