შემდეგი პოდკასტი: Pulsar AI — საქართველოდან გლობალურ ბაზრამდე
Pulsar AI ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია. სტარტაპმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა, სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის 2016 წლიდან დაიწყო. უკვე 2019 წელს, Pulsar AI სილიკონ ველის ინვესტორებმა $1,2 მილიონით დააფინანსეს.
მას შემდეგ სტარტაპი აქტიურად ცდილობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. უმოკლეს დროში პულსარის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტარტაპი უკვე გლობალურ ბაზარზეც აქტიურად მოღვაწეობს.
სულ ცოტა ხნის წინ, Pulsar AI გლობალურმა SpinCar-მა შეიძინა, რაც სტარტაპის კიდევ ერთ ახალ საფეხურზე ასვლაზე მეტყველებს. დღეს სწორედ Pulsar.AI-ზე ვისაუბრებთ და გავიგებთ, თუ როგორ მოხვდა ქართული სტარტაპი სულ რამდენიმე წელიწადში გლობალურ ბაზარზე. ამ ყველაფრის გარკვევაში კი, სტარტაპის თანადამფუძნებელი დაჩი ჭოლაძე დაგვეხმარება.
კომენტარები