ნახეთ: მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან გადაღებული მთვარის დაბნელება და სუპერსავსე მთვარე
გუშინ, 26 მაისს ცაზე წლის ყველაზე დიდი სუპერსავსემთვარე გამოჩნდა, თუმცა ეს თარიღი ასტრონომიის მოყვარულებისთვის მხოლოდ ამით არ იყო გამორჩეული — 2019 წლის იანვრის შემდეგ, მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში მცხოვრებმა ადამიანებმა პირველად შეძლეს ცაზე მთვარის დაბნელების დანახვა.
დაბნელების დროს, მზის სინათლე, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში აღწევს, მთვარეს წითელ შეფერილობას აძლევს. მისი დონახვა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროებიდან დილის საათებში, აღმოსავლეთ აზიიდან და ავსტრალიიდან კი — საღამოს იყო შესაძლებელი. ამ მოვლენას ზოგი "ლურჯ მთვარესაც" უწოდებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამავე დღეს დაიკვირვებოდა წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე — ამ მოვლენის დროს მთვარე ცაზე 7%-ით უფრო დიდი ჩანდა. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად სუპერმთვარის 2-4 მოვლენა დაიკვირვება.
გთავაზობთ ამ მოვლენის ამსახველ ფოტოებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდანაა გადაღებული.
ბალი, ინდონეზია

ფოტო: Sonny Tumbelaka via CNN
სანტა მონიკა, კალიფორნია

ფოტო: Ringo H.W. Chiu via CNN
ნაგაონი, ინდოეთი

ფოტო: Anuwar Ali Hazarika via CNN
ნიუ იორკი, აშშ

ფოტო: Gary Hershorn via CNN
მაკაპუუ, ჰონოლულუ

ფოტო: Marco Garcia via CNN
ბრაზილია, ბრაზილია

ფოტო: Eraldo Peres via CNN
ვიქტორია ჰარბორი, ჰონგ-კონგი

ფოტო: Kin Cheung via CNN
უესტ პალმ ბიჩი, ფლორიდა

ფოტო: Lannis Waters via CNN
სტოუნჰენჯი, ეიმსბერი, ინგლისი

ფოტო: Finnbarr Webster via CNN
ბონდი ბიჩი, სიდნეი

ფოტო: Steven Saphore via CNN
ანკარა, თურქეთი

ფოტო: Dogukan Keskinkilic via CNN
შენიანი, ჩინეთი

ფოტო: VCG via CNN
კომენტარები