26 მაისს, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისთვის ხელის მოწერას ელექტრონულად შეძლებთ
26 მაისს საქართველო თავისი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს. ამ დღეს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
2021 წლის 26 მაისი კი განსაკუთრებული იქნება. პლატფორმა 26.signify.ge-ის მეშვეობით, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა ელექტრონულად მოაწეროს ხელი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და ასე გააგრძელოს საქართველოს ისტორია.
"ეს კამპანია საქართველოს ისტორიის უკეთ გაგებასა და პოპულარიზაციას ემსახურება — განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მათთვის ყველაზე ორგანული, ციფრული არხების გამოყენებით. ამავე კამპანიის ფარგლებში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში მისულ ვიზიტორებს ადგილზე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გვერდით, დახვდებათ ციფრული ეკრანი, სადაც გამოსახული იქნება აქტის ელექტრონული ვერსია. იქვე არსებული პლანშეტის საშუალებით, ნებისმიერი მსურველი შეძლებს, მოაწეროს ხელი დოკუმენტს, ეს კი პირდაპირ აისახება ეკრანზე. მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს, ეკრანის საშუალებით, შეეძლება ლაივ რეჟმში ადევნოს თვალი დოკუმენტზე ახალი ხელმოწერების დამატებას", — ამბობენ Signify-ში.
ყოფილა მომენტი, როდესაც დოკუმენტზე კომპიუტერშივე დაგჭირვებიათ ხელმოწერა? ამ დროს ყველა ვფიქრობთ, როგორ გავაციფრულოთ ჩვენი ხელმოწერა და დავიტანოთ ის საჭირო ფაილზე. ეს კი, უმეტესობისთვის, არც თუ ისე მარტივი პროცესია. სწორედ ამაში გვეხმარება ქართული პროდუქტი — Signify, რომელიც ელექტრონული ხელმოწერების პირველი პლატფორმაა საქართველოში. პლატფორმით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, ორგანიზაციასა თუ კერძო პირს. Signify ხელს უწყობს, როგორც კომპანიებისასთვის დროის დაზოგვას, ასევე CSR-სა და ეკოლოგიური მიმართულებით ნარჩენების შემცირებას. ახლა კი უკვე, საშუალებას გაძლევთ თქვენც მოაწეროთ ხელი ქვეყნისთვის ისტორიულ დოკუმენტს — დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისთვის ხელის მოწერა 26 მაისს, 00:01-დან შეგეძლებათ, ვებგვერდზე — 26.signify.ge.
კომენტარები