26 მაისს მთვარის სრული დაბნელებისა და წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარის დაკვირვება იქნება შესაძლებელი
26 მაისს, ცაზე სავსე მთვარე გამოჩნდება, რომელიც წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარეც იქნება. გარდა ამისა, 2019 წლის იანვრის შემდეგ, ხვალ პირველად ვიხილავთ მთვარის სრულ დაბნელებას.
სუპერმთვარის მოვლენა მაშინ დაიკვირვება, როდესაც სავსე მთვარე, თავის ელიფსულ ორბიტაზე, დედამიწასთან ყველაზე ახლო მდებარე წერტილს უახლოვდება. ამ კვირაში მთვარის ცენტრი დედამიწის ცენტრიდან 357 462 კილომეტრით იქნება დაშორებული, რაც 48 000 კილომეტრით ნაკლებია ცენტრებს შორის მანძილზე მაშინ, როდესაც მვარე ორბიტის ყველაზე დაშორებულ წერტილში იმყოფება (მთვარე ამ წერტილს 2021 წლის 21 დეკემებრეს მიუახლოვდება). აღსანიშნავია, რომ სუპერმთვარის დროს ჩვენი პლანეტის თანამგზავრი ცაზე ჩვეულებრივზე 7%-ით უფრო დიდი გამოჩნდება.
დაბნელება რამდენიმე საათს გაგრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან მის დანახვას ვერ შეძლებთ (და თუ საქართველოში ცხოვრობთ, ასეც იქნება), მაშინ შეგიძლიათ მოვლენას 26 მაისს, 13:00 საათზე პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალი.
2021 წელს ციური სხეულების დაბნელებას კიდევ სამჯერ ვიხილავთ: 10 ივნისს ცაზე მზის დაბნელება, ე.წ. "ცეცხლოვანი ბეჭედი" დაიკვირვება, ნოემბერში — მთვარის ნაწილობრივი დაბნელება, დეკემბერში კი — სრული დაბნელება.
როგორც იცით, მთვარის სრული დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც დედამიწა სავსე მთვარესა და მზეს შორის განლაგებდება. როცა მთვარეს მთლიანად დედამიწის ჩრდილი გადაფარავს, იგი წითელ შეფერილობას იღებს, რაც მას ლამაზ და, ამავდროულად, ზებუნებრივ შესახედეობას ანიჭებს. ფერის გამო მას სისხლიან მთვარესაც უწოდებენ.
სამწუხაროდ, ამ კვირის მთვარის დაბნელებისას სრული "წითელი" ფაზის დანახვა მხოლოდ აშშ-ს დასავლეთ სანაპიროდან, აზიის აღმოსავლეთ სანაპიროდან და მათ შორის მდებარე წყნარი ოკეანის ტერიტორიებიდან იქნება შესაძლებელი. მთვარის სრული დაბნელება არ გამოჩნდება აფრიკიდან და ევროპიდან, თუმცა, სავსე სუპერმთვარეს ამ ადგილებიდან ადვილად დაინახავენ.
კომენტარები