ამერიკის არმია დრონების ულტრამსუბუქი მანქანებიდან გაშვებას ტესტავს
როგორც ჩანს, ამერიკის არმია დრონების ავტომობილებიდან გაშვებას ტესტავს. უფრო კონკრეტულად, ისინი ულტრამსუბუქი DAGOR ტიპის ტაქტიკური ავტომობილებიდან ALTIUS-600 დრონების გაშვებას ცდიან.
ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ფოტომასალა ტვიტერზე, Future Vertical Lift Cross-Functional Team-მა გაავრცელა.
ეს ALTIUS-600 დრონების მიწიდან გაშვების პირველი შემთხვევაა, აქამდე მათ Black Hawk ვერტმფრენებიდან ტესტავდნენ.
ALTIUS-600 მცირე ზომის დრონია, მას მრავალნაირი გამოყენება შეიძლება მოეძებნოს და ახალი ცდებიც სწორედ ამის გაგრძელებაა. მისი გაშვება ჰაერიდან დიდ დრონსაც შეუძლია და ერთ-ერთი ასეთი დრონი Valkyrie გახლავთ.
როგორც უკვე ვთქვით, ALTIUS-600 დრონების ხმელეთიდან გაშვება ახლა დაიწყეს. ულტრამსუბუქ, ტაქტიკურ DAGOR-ს 9 ადამიანის გადაყვანა შეუძლია და სრული ავზით 804 კილომეტრს გადის. თუ გავითვალისწინებთ, რომ მანქანა 360 გრადუსით ღიაა, ის დრონების გასაშვებად იდეალური იქნება და ჯარისკაცები მათ გაშვებას ყველა მიმართულებით შეძლებენ.
კომენტარები