Intel-მა კვანტური კომპიუტერების მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრა
Intel-მა კვანტური კომპიუტერების გაპრაქტიკულების თვალსაზრისით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. კომპანიამ QuTech-თან თანამშრომლობით პირველად შეძლო ორი ქუბიტის მაღალი სიზუსტით კონტროლი, ამ ყველაფრისთვის კი Intel-ის კრიოგენური მაკონტროლებელი პროცესორი, Horse Ridge გამოიყენეს.
როგორც წესი, კვანტურ კომპიუტერებს ოთახის ტემპერატურაზე კავშირის პრობლემა ექმნებათ, რადგან გადაციებულ ჩიპს მართავენ, რომელიც კვანტური კომპიუტერების შემადგენელი ნაწილია. დემონსტრაციისას კი Intel-მა გვანახა, რომ Horse Ridge-ს გამოყენებით შესაძლებელია გადაციებული კვანტური ჩიპების მართვა.
ორმა კომპანიამ გვანახა, რომ Horse Ridge-ს შეუძლია რამდენიმე ქუბიტის ერთ რადიოსიხშირეზე კონტროლი, ამისათვის კი Deutsch-Jozna ალგორითმს იყენებს.
ამ გარღვევამ შესაძლოა მიგვიყვანოს პროცესორებამდე, რომლებიც ერთ ნახევრადგამტარ კრისტალზე დამზადებულ სქემაზე გააერთიანებს კვანტურ ჩიპსა და სხვა ელექტრონულ კომპონენტრებს. ეს ყველაფერი კვანტური კომპიუტერების მასშტაბირებაში დაგვეხმარება, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ კვანტურ კომპიუტერებს ექნებათ მეტი გამოთვლითი ძალა, ვიდრე ტრადიციული მეთოდების გამოყენების შემთხვევაში ექნებოდათ.
კომენტარები